16 მარტს, გმირთა მოედანზე სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლების დროს ქართველმა მეომრებმა გამოიჩინეს სამშობლოსათვის თავდადების არაერთი მაგალითი და გადაარჩინეს სოხუმი.
“ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები და ყველა ღონე ვიხმაროთ აფხაზეთში კონფლიქტის დასარეგულირებლად“ - განაცხადა ელგუჯა გვაზავამ.