უმაღლესი საბჭოს პრეზედიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა

10 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის როტაციის შესახებ.

პირველ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

ეთიკის საბჭოს როტაციის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ფრაქციების მიერ წარმოდგენილია კანდიდატურები, ორ-ორი კანდიდატი კვოტის მიხედვით. ფრაქციამ „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ წარმოადგინა  რაისა ქარაია და თეიმურაზ მჟავია, ფრაქციამ ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" - ოლგა ნაგარნინა და რუდიკ ცატავა, ფრაქციამ  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ჯემალ საჯაია და თემურ კალანდია. აღნიშნული საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ცნობად მიიღეს.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა რეგლამენტის თანახმად კენჭისყრით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ნუგზარ მგალობლიშვილი, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ თამაზ ხუბუა.

























































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions