აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია სენაკში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 2 მაისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 430 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. სენაკის დევნილთა დასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მჟავიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ დინარა დარსალიამ, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ, აპარატის თანამშრომლებმა ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და წარმატებულის სიგელები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და წარმატებულ მოზარდებს გადაეცათ.

ჯემალ გამახარიას განაცხადებით - „დღეს ქ. სენაკის დევნილთა დასახლებას ვესტუმრეთ. გავეცანით მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, სირთულეებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეცდებით ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ“.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო, წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ვახტანგ გადელია - ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - საპატიო სიგელით;

საბა ოდიშარია - ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - საპატიო სიგელით;

დემურ ბაღათურია - ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრეთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურეობის განყოფილების უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საპატიო სიგელით;

თენგიზ გადილია - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურეობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საპატიო სიგელით;

ელისო სიჭინავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი - საპატიო სიგელით;

ნარგიზა ნარსია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

ნინო ფარულავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

გოგიტა გოგია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

ეკატერინე შელია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

ლალი გოგია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

ანგელინა გოგია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი - საპატიო სიგელით;

ალექსი ბოკუჩავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

მარიამ ხორავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წაფრმატებულის სიგელით;

რამინი საჯაია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

ლადო ადამია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

საბა ქობალია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

ელენე სიჭინავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

კახაბერ პერტაია - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით;

ანასტასია შარტავა - სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე - წარმატებულის სიგელით.











































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions