აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

აცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაულია.  ქრისტიანები მას ოდითგან ზეიმთა ზეიმს უწოდებენ, რადგან ეს დღე მესიის მოვლენას, მის მკვდრეთით აღდგენას აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს განუზომელი სიხარულით, იმედით, უფლის რწმენითა და სიკეთით აღავსებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, სიმშვიდეს,  საკუთარ სახლებში ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნებას.

ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარით!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions