აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე განათლებისა და კულტურის მინისტრს ნანა გაბელიას მოუსმინეს

29 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომელზეც რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ნანა გაბელიას მოუსმინეს.

 

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

მინისტრმა ნ. გაბელიამ პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა უცხოეთში სასწავლო პროგრამებით მყოფი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის; საზღვარგარეთ და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სტატისტიკური მონაცემების; საქართველოს სახალხო დამცველის #04-5/966, 24.01.2024წ. რეკომენდაციების შესრულების; სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს სარედაქციო პოლიტიკის; ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების და მის დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხების; სამინისტროს წარმომადგენელთა მივლინებების და ამ მივლინებების შედეგების; ოკუპირებულ გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობის და სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების; სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტის სტატუსის აღდგენის; დევნილი, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიანტთა“ შემდგომ (პერმანენტული) წახალისების და აღნიშნული სპორტული სტიპენდიის მოცულობის გაზრდის პერსპექტივის; აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასაწავლებლებში უკონკურსო წესით ჩასარიცხ აბიტურიენთათვის აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბაზაზე ერთწლიანი სავალდებულო მოსამზადებელი განყოფილების შექმნისა და სხვა საკითხებს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, რუდიკ ცატავა, ადა მარშანია, რაისა ქარაია, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა, თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი. დისკუსიის მსვლელობისას გამოითქვა შენიშვნები, მოსაზრებები.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და მნიშვნელობას.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მოადგილეები ნინო ლობჟანიძე, მარიამ კუჭავა, მთავარი მრჩეველი ეკატერინე ჭითაშვილი, მრჩეველი სოფიო დემეტრაშვილი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.















































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions