დღეს თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, ქვეყნის დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა.
თამაზ ნადარეიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
უმაღლეს საბჭოში გაიმართა თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგგარეშე პლენარული სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. სიტყვით გამოვიდნენ თამაზ ნადარეიშვილის მეგობრები, მისი უშუალო თანამებრძოლები იმ ურთულეს წლებში, როდესაც მას მოუწია მოღვაწეობა. გამომსვლელებს შორის იყვნენ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ღონისძიების მთავარი მომხსენებელი თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს წევრი თეიმურაზ მჟავია, ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-მაიორი დავით გულუა, იმერეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი, ვახტანგ თორდია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 1998-2000 წლებში ვაჟა ლორთქიფანიძე, აფხაზეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამირან დოლიძე, თამაზ ნადარეიშვილის შვილიშვილი მარიამ კერესელიძე. გამომსვლელებმა გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობის საინტერესო მომენტები, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებისა და ურთულესი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში - აფხაზეთში ომის პერიოდი. უდიდესი დანაკლისია როგორც აფხაზეთისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის თამაზ ნადარეიშვილის ნაადრევი გარდაცვალება. მას შეეძლო კიდევ უამრავი საქმის გაკეთება თავისი ქვეყნისთვის და აფხაზეთის პრობლემატიკის სულ სხვა, უფრო მაღალ დონეზე აყვანა.
ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს ჯილდო - უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა თამაზ ნადარეიშვილის მეუღლეს ქალბატონ ლელას, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა მის მიერ შესრულებული თამაზ ნადარეიშვილის პორტრეტი გადასცა. უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა თამაზ ნადარეიშვილის დედა ქალბატონი ალექსანდრა. მას ეს ჯილდო საიუბილეო კომისიის ხელმძღვანელმა თამაზ ხუბუამ სახლში გადასცა.
ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა თამაზ ნადარეიშვილისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები ჩატარდა
https://youtu.be/VD48tzbBoaI
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მომზადებული ფილმი თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესაბ. ფილმი მიეძღვნა მისი 70 წლის იუბილეს
https://youtu.be/klTaurCrBAE
თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტვ იმედის ეთერში
https://youtu.be/gdEWw_k0HjI
თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაესტროს ეთერში
https://youtu.be/mK0rKVHQFIY
თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
https://youtu.be/GDJr_xAPigs
თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოსტ ტვ-ის ეთერში
https://youtu.be/Up5m-289LfE