”იმედის სხივები გაგრას” – ქართველი სტუდენტების მთავარი გზავნილი

 

გაგრის დაცემიდან 20 წლის თავზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის “გორგასალის“, საზოგადოება ”გაგრის” ინიციატივით და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება - ”გზავნილი გაგრაში”, რომლის მთავარი დევიზიც იყო ქართველი და აფხაზი ახლგაზრდების დაახლოება, აფხაზეთში მშვიდობით დაბრუნება და ერთიან საქართველოში ცხოვრება.

 

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია.

 

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო მხატვარ ნატალია დუშელის ტილოების გამოფენას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი აფხაზეთში, საოცრად ცოცხლად გადმოსცა გაგრის მომხიბლავი პეიზაჟები. საღამოზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედება, მიძღვნილი აფხაზეთსა და გაგრისადმი, ასევე გაგრის ჰიმნი “ჯეოსტარელების” შესრულებით.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions