საქველმოქმედო აქცია - “ვიზრუნოთ ერთმანეთზე”


2-3 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისთვის” (პრეზიდენტი დალილა ხორავა), აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ქ. საჩხერეს მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ქ. საჩხერეში ატარებს საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით - “ვიზრუნოთ ერთმანეთზე”.

ღონისძიების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და აფხაზეთიდან დევნილების სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები, რომელსაც განახორციელებენ თბილისის წამყვან კლინიკათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ღონისძიების ფარგლებში, ყველა ბენეფიციარს, დანიშნულებისამებრ, მიეწოდება წამლები და გაეწევა ჰუმანიტარული დახმარება.

 

დაგეგმილია 600-მდე ბენეფიციარის შემოწმება, მათ შორის, 94 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. ამასთან, გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი “ჯეოსტარი”-ს მონაწილე, ა(ა)იპ “საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, მომღერალ ბოკა კვეკვესკირის მონაწილეობით.

 

ღონისძიების სპონსორები არიან - “ACTS-GEORGIA”, “UMCOR”, ს/ს “ეგისის” წარმომადგენლობა საქართველოში, შპს. “ბეკო”; შპს. “პანაცეა”, ს/ს “ნატახტარი“, შპს. “ბრასერი”, შპს. “ბარამბო”, შპს. “ჯეოპლანტი”, შპს. “fud lain grup”.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions