ამ დღეებში, მიმდინარეობს აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტრადიციული ტურნირი მინი-ფეხბურთში. მასში მონაწილეობს 4 ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდმა ფრედ (4:4) ითამაშა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ანგარშით (2:0) მოუგო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს და პირველი ადგილი დაიკავა ქვეჯგუფში.
ჯგუფებიდან გასული ორ-ორი საუკეთესო გუნდი ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრებიან ერთმანეთს ¼ ფინალში. 11 და 12 ივნისს კი გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და სპეციალური თასით.