მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებში საინფორმაციო მუშაობის კოორდინაციის ცენტრის პირველი სხდომა

 

4 ივლისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებში საინფორმაციო მუშაობის კოორდინაციის ცენტრის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა მისი ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა. სხდომას ფედერალური აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სხდომის მიმდინარეობისას განხილულ იქნა გერმანიის ქ.ჰამბურგის მხარეთამცოდნეობის მუზეუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დღეების ჩატარების, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში აფხაზეთის პრობლემატიკის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და მიზანმიმართული გავრცელების ინტენსიფიცირების საკითხები.

 

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნა საქმიანი წინადადებები და რეკომენდაციები.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions