ვიზიტი უკრაინაში

 

4 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა და თავმჯდომარის თანაშემწე ვახტანგ თორდია კიევში გაემგზავრნენ.

 

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დელეგაციის შეხვედრები უმაღლეს რადაში, აგრეთვე ქართველ სტუდენტებთან და კიევში არსებული ქართული საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლობაში. ამასთან ერთად, შეხვედრები გაიმართება სუმის ოლქში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებთან.

 

ვიზიტი რამოდენიმე დღეს გაგრძელდება.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions