რიგგარეშე სესია

 

18 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების საკითხი განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას წარდგინების შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დაამტკიცეს აფხაზეთის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

 

 

გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

 

ნანა შეროზია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი;

 

თამაზ კვარაცხელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;

 

ლექსო ლაგვილავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

 

თეიმურაზ მაისურაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;

 

გიორგი ბობოხიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

 

პაატა კაკულია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;

 

გარი ესაკია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

 

კორნელი სალია - რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

 

ზაურ ჯალაღონია - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

 

მევლუდ ჯაჭვლიანი - ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions