აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ დალი ხომერიკი საპატიო სიგელით დააჯილდოვა

 

20 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დალი ხომერიკის საპატიო სიგელით დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა მიესალმა მინისტრს, მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

 

დალი ხომერიკი დაჯილდოვდა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით სამსახურეობრივი მოვალეობისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი მიდგომისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამშვიდობო განათლების ნოვატორული პროგრამის დანერგვისათვის, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრთან ერთად, დევნილთა წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პესპექტივები, მათი განსახლებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ საკითხები განიხილეს.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions