13 სექტემბერს პრაღაში ვაცლავ ჰაველის ფონდთან არსებული ბიბლიოთეკის ეგიდით გაიმართა ჩეხი ჟურნალისტის პერტუშკა შუსტროვას გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ”იმპერიის საზღვრებთან” განხილვა, რომელსაც ფილმის ავტორებთან ერთად ესწრებოდა 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონში დროებით მცხოვრები აფხაზეთის მკვიდრი ქართველი ეროვნების მოქალაქეები.
აფხაზეთიდან ლტოლვილებმა გამოხატეს მწვავე ნეგატიური დამოკიდებულება ფილმში აფხაზეთის პრობლემატიკის უაღრესად არაობიექტური წარმოჩენის გამო. პ.შუსტროვა დაეთანხმა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მიერ გამოთქმულ აღშფოთებას და აღნიშნა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების უკან იდგა ნეოიმპერიული ზრახვებით აღჭურვილი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.