- ნამდვილი მახვში ხარო - ხშირად მეტყოდა სერგი საჯაია, როცა მის სამუშაო ოთახში შევიდოდი - შვიდი ნოველა რომ გაქვს დაწერილი, იმისთანა ოცამდე რომ დაამრგვალო, უკვდავი მწერალი იქნებიო. ადიდებდა ჩემს მეცნიერულ შრომებს, მათ განხილვაში მიუღია მონაწილეობა, აქებდა ჩემს განვლილ საბრძოლო გზას. თავისი წიგნიც მისახსოვრა ასეთი წარწერით: „ჩემს სულიერ ძმას, ერისკაცსა და მამულიშვილს“.
მისი ერთ-ერთი პირველი წიგნის რეცენზენტი მეც ვიყავი. იგი აქტუალურ თემატიკას - აფხაზეთის დეოკიპაციას ეხებოდა. ერთი სიტყვით, „ნდობაში“ შემოვიდა ჩემთანაც და სხვებთანაც.
რა მოხდა შემდეგ? რატომ „ამიჯანყდა“ მეც სერგი საჯაია?
საერთაშორისო სამიტებზე ან ქართულ მხარესთან ნებისმიერი შეხვედრების დროს სეპარატისტების დელეგაციები აფხზეთიდან თუ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მუდმივად და კატეგორიულ ფორმაში აყენებდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საკითხს. რატომ? აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, როგორც აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ კონსტიტუციურად არჩეული და საერთაშორისო სამართლის მიხედვით კანონიერად აღიარებული, რომლის იურიდიული დასტურის გარეშე აფხაზეთის შესახებ ვერც ერთი გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა.
ამრიგად, აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის საერთაშორისო აღიარებისათვის აუცილებელია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გაუქმება.
ვინც ამას ეთანხმება, ის ქართველი ან ბეცია, ან სახელმწიფო დამნაშავე, ანუ მოღალატე, ე.ი. აგენტი.
სერგი საჯაია არა თუ ეთანხმება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გაუქმებას, არამედ მუქარითაც მოითხოვს: „დაუყოვნებლივ გადადექით“... მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზები მას ბევრჯერ აქვს დაწერილი.
ლოგიკური კითხვა და დასკვნა: მაშინ ვის ინტერესებს ემსახურება სერგი საჯაიას გარჯა? ცხადია, ანტიქართული ძალების. და ეს ჩანაფიქრი და დავალება რომ აღესრულებინა, ამისთვის საზოგადოების წინაშე ყველა დეპუტატის ნებისმიერი ცილისწამებით დისკრედიტაცია იყო აუცილებელი.
მან ეს გააკეთა კიდევაც, მაგრამ მწარედ შეცდა, ან შეაცდინეს, რადგან ამგვარ წამოწყებას სჭირდებოდა საზოგადოების წინაშე ავტორიტეტის მქონე კაცი, ვისაც პატიოსნების გამო დაუჯერებდნენ: ცილისმწამებელს არავინ ენდობა!
რომ წერს: „შეთქმულ თვრამეტიანელთა თაღლითობები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოში “, ამას ჰქვია, ჩემი შენ გითხარიო... თავად აღმოჩნდა შეთქმულთა ერთ-ერთი მოთავეთაგანი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მიზანი: ამ ლეგიტიმური ორგანოს გაუქმება, გამოთავისუფლებული ფინანსების გადასროლა აფხაზეთის მთავრობის განკარგულებაში და შეთქმულთა სამუშაოდ იქ გადაყვანა.
მაგრამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გ.ბარამიას, რომელსაც მანამდე სერგი საჯაიამ მოქონვის მიზნით საქებ-სადიდებელი წერილი მიუძღვნა, ახლა კი ლანძღავს, აღმოაჩნდა იმისი გათვლის უნარი, რომ შემდგომში ლეგიტიმურობა გამოცლილ მთავრობასაც დაამხობდნენ ეს შეთქმულნი და, ცხადია, განერიდა ამ პროცესებს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესიაზე დეპუტატებმა გ.ფაცაციამ, დ.გვაძაბიამ, ნ. მგალობლიშვილმა, რ. ქარაიამ, მე და სხვებმა მკაცრად დავგმეთ ეს შეთქმულება და დავიცავით სახელმწიფო პოზიციები.
სერგი საჯაისა ამის შემდეგ არც მისი მანამდელი თანამოაზრენი აჰყვნენ, ამიტომ დარჩა მარტო და ამჟამად მათაც შესაბამისად „ამკობს“. ასე გაიშიფრა და გამოვლინდა იგი. ამას ჰქვია: საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო.
აი, რას წერს დეპუტატი ანზორ წოწონავა ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში: „ის რომ სერგი საჯაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში გარკვეული მისიით იყო ჩანერგილი, მისი კულუარული თუ ღია განცხადებებიდან ჩანს. მას არაერთხელ: უთქვამს - „მე ავზილავ უმაღლეს საბჭოს. დავამტკიცებ, ვინ ვარ მე“ (ვინ არის სერგო, მეტსახელად „გრეკი“, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა მის მიერ გამოქვეყნებულ პასკვილებში). ნათლად ჩანს, რომ სუბიექტი აქტიურად შეუდგა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დავალების შესრულებას - შეიტანოს დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, და საერთოდ, ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობისათვის, განხეთქილება და დაპირისპირება, მოახდინოს პიროვნებათა დისკრედიტაცია და ამ მიზნის მისაღწევად შექმნას ეფექტური სიცრუის მანქანა“.
ამ სიცრუის მანქანის პირველი სამიზნე გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. საქართველოს საკანომდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არც ერთი სტრუქტურა არ დატოვა სერგი საჯაიამ, სადაც საჩივარი არ გაგზავნა მის შესახებ ოჯახური კორუპციის ბრალდებით. საქმე ეხება უმაღლესი საბჭოსათვის სამსახურეობრივი მანქანის შესყიდვას, რომელიც ადრე ბატონ გია გვაზავას ახლობელს ეკუთვნოდა. მაგრამ ვერც კონტროლის პალატამ, ვერც პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი ვერ აღმოუჩინეს, აუდიტის წესიც სრულად დაცული იყო. ლოგიკურია, არც კორუპციულ გარიგებას ჰქონია ადგილი. თუმცა ნეგატივების მაძიებელთა თვალში ამგვარი პროცედურები მაინც განსარიდებელია.
ამიტომ სერგი საჯაიას საჩივარზე უმაღლესი საბჭოს პასუხს სხვა დეპუტატებთან ერთად მეც მოვაწერე ხელი, ოღონდ ასეთი მინაწერით: „ვეყრდნობი კონტროლის პალატის დასკვნას“. ამიტომ უმალვე ცილი დამწამა, მე თურმე კორუპციას ვმფარველობ და უტიფრად წერს:
„აქ ამაზრზენი და შემაშფოთებელი ისაა, რომ მწერალი ანუ ადამიანის სულის ინჟინერი გასავ გასვიანი, იგივე აკაკი გასვიანი-აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც ამ ბოლო დროს ქართულ სულს იკვლევს, როგორც მისი შემონათვალიდან ირკვევა, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობაში გაშლიგინებული კორუფციის მიმართ თანაარსებობს „სიტუაციის კარნახის მიხედვით“ /მისი სიტყვებით რომ ვთქვა - „პო სიტუაციი“ და არა დევნილი მოსახლეობის/ მათ შორის მისი ამომრჩეველის) თანამოსანგრის მოვალეობით. ყველაფრიდან ჩანს, მან ეს პასუხისმგებლობა მოიხსნა უკვე და გ. გვაზავას ბოროტმოქმედებათა ერთ-ერთ მიმჩქმალავად იქცა.
ეს რა თქმა უნდა არაა კარგი, ერის ღირსებისა თუ ხალხის საგანაწესო ნებისგან ამნაირ გარიდებას მწერალ გასავ გასვიანის ოდაბადე ასეთი სამართლიანი განაჩენით ეხმიანება: „ფუი, კვირიაშე ხაარ“ –„ფუი, კვირიამ დაგლახვროს“-ო. ღმერთმა აშოროს ასეთი რამ ყველას.“
სიცრუით შეპრყობილ ს. საჯაიას შევუსწორებ, რომ მე ვიკვლევ არა მარტო ქართულ და საკაცობრიო სულს, არამედ სამყაროს სულიერებას და გამოვიკვლიე კიდევაც მისი არსი. იმისი მიზეზებიც დავადგინე, რომ მაგისნაირი ცილისმწამებლების სული აკიდებული ცოდვების სიმძიმის გამო ვერ ამაღლდება სამოთხეში, არამედ შთაინთქმება ჯოჯოხეთის ჯურღმულებში. ან როგორ უსირცხვილოდ მომაწერა ჩემს ნათქვამად მისივე მოგონილი „პო სიტუაციი“?!
ყველა დევნილთან და ჩემს ამომრჩეველთან ვიყავი და ვარ პირნათელი. არავინ გამოჩნდება ისეთი, თუ ვინმე პროვოკატორი არ გამოერია, რომელიც ჩემთან მოსულა და მე ყურადღება არ მიმექციოს, მისდამი „თანამოსანგრეობა“ არ გამომეჩინოს. 1993 – 94 წლებში დღეში ას-ასორმოცდაათ ადამიანს ვიღებდი და მისაღებში მე პოლიციელი არ მეყენა. მახსოვს, უკლებლივ ყველას ვუსრულებდი სათხოვარს.
გავარკვიე და დავრწმუნდი, რომ არც გია გვაზავასთან აღმოჩნდა იტერესთა კონფლიქტი და მაინც კორუპციაში რომ დამედო ბრალი, ანუ მეც ცილი დამეწამა მისთვის, მაშინ მართლაც ჩემი „ოდაბადეს“ წესით ვიქნებოდი „ფუის“, ანუ „თფუის“ ღირსი. მაგრამ მაგისი ნაფურთხი ჩემამდე ვერ აღწევს, მასვე ეცემა შუბლზე, როგორც ცილისმწამებელს. სერგი საჯაიას ამისთვის არც კვირიას ლახვარი არ ასცდება, არც სულიწმინდის რისხვა არ ასცდება ამდენი ადამიანის ბოროტულად ტანჯვის მიყენებისთვის.
მე განსაკუთრებით აღმაშფოთა მისმა სიტყვებმა (და ამან გადამაწყვეტინა მისი საჩივარის პასუხზე ხელი მომეწერა), რომლებიც არც პოლიტიკოსისაა, არც ჟურნალისტის, არც მწერლის, არამედ ქვასროლიას თვისებაა. აი, რას ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე: ხროვა, ჯოგი, უკლებლივ ყველა მოღალატე, კორუმპირებული, ერთჯერადი სახმარი ნივთები, ზოგზე, ბინძური შენიშვნებით შარვალჩახსნილები, წაკუზულები, ზოგზე სარეცელ შეგინებული და ა.შ. არ არსებობს, ალბათ, მსოფლიოს ხალხებში ბილწი სიტყვა, რომელიც მას პასკვილებში არ აქვს გამოყენებული. რა ჰქვია ამას? ამას უკვე სახელი არ მოეძებნება. რას იზამ, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოში 8 მეცნიერებათა დოქტორია, 2 საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 1 მხატვართა კავშირის წევრი, სხვებიც დამსახურებული პიროვნებებია. ესენი, მისი თქმით, ყველანი ზემოთ ხსენებული ეპითეტებით არიან „შესამკობი“ მთავრობის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებთან ერთად და თვითონ „უმწიკვლო“. რა უნდოდა მაშინ ამისთანა „ხროვაში“ ამდენ წელიწადს მაგ „უმწიკვლოს“? რაში დასჭირდა 50 ათასამდე თეთრი თაბახის ფურცელი, რაც 4 წელიწადში უმაღლესი საბჭოს სამეურნეო ნაწილიდან გაიტანა და შესაბამისი რაოდენობის სხვა ინვენტარი, როცა ამ ხნის განმალობაში სულ 38 ფურცელი აქვს გამოყენებული ოფიციალური დოკუმენტაციისათვის? კორუპცია თუ ქურდობაა ეს? აი, ეს არის თაღლითობა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და თანამშრომლები უმაღლესი საბჭოდან იღებენ მხოლოდ ხელფასებს. მას ნებისმიერ რიგით დეპუტატზე ბევრად უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნა, როცა საზოგადოებისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა: მისცეს კაბინეტი, კომპიუტერი, გამოუყვეს პერსონალური თანამშრომელი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოვალეობისამებრ სახელმწიფო იდეოლოგიას მომსახურებოდა, თურმე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და მისი თანამშრომლების შესახებ ორღობესთან მჯდომი დედაკაცივით ჭორების მოგროვებით, ცილისწამებათა მოგონებით და მათი ქაღალდზე გადატანით ყოფილა დაკავებული! ასე ქმნიდა იგი ორღობულ „პოლიტოლოგიურ“ წიგნებს. და არავითარი ტაქტი, არავითარი აკადემიური სტილი.
ხომ არ გაგონებთ მისი ქცევა დიდი ქართველი მეიგავის ს.ს ორბელიანის იგავ-არაკს „კუ და მორიელი“?
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების „მოღალატეობაზე“ ასეთ ფაქტებს დავუსახელებ მაგ ცილისმწამებელს: დეპუტატი მიხეილ ჯინჭარაძე გაგრის დაცვას შეეწირა, დეპუტატი შოთა ხეცურიანი შვილთან ერთად იდგა საბრძოლო პოზიციაზე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერასთან, შვილი მის თვალწინ გმირულად დაეცა ბრძოლაში, დეპუტატ რაისა ქარაიას შვილი, სიძე, ძმა, ძმიშვილი აფაზეთის ომის მონაწილენი არიან, დეპუტატი დავით გვაძაბია, რომელიც ამავე დროს გულრიფშის რაიონის გამგებლის მოვალეობასაც ასრულებდა, დიდ ორგანიზაციულ მუშაობას ეწეოდა ომის პერიოდში იგი არა მარტო მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა არამედ ბატალიონების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა თავდაცვის საბჭოს, მისი ხელმძღვანელობით გულრიფშის რაიონი იყო საიმედო ზურგი გუმისთისა და ოჩამჩირის ფრონტებისათვის. ყველა დეპუტატი თავის სათქმელს იტყვის.
ჩვენ აფხაზებთან კონფლიქტს ვერიდებოდით, მაგრამ როცა რუსეთის ფედერაციიდან ”ბოევიკებმა” იწყეს შემოდინება, დავასკვენი, რომ თავდაცვა მოგვიხდებოდა... ამიტომ ჩამოვაყალიბე მე-2 ბატალიონი. მისი ჩამოყალიბების პირველივე ღამეს მტრის სამი გადამთიელი ”მოენე” ავიყვანეთ ტყვედ. შემდეგ, როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დამნიშნეს, დავრჩი ამ ბატალიონის უფროსის მოადგილედ, აღმზრდელობით დარგში.
განურჩევლად რომ უწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კორუმპირებულებს, რატომ არ ახარისხებს მაინც მათ ? ვისგან აუღიათ ანგარებით თუნდაც 1 ლარი როსტომ შამუგიას, შოთა ხეცურიანს, მალხაზ ბარამიძეს, გერმანე ფაცაციას... ან მე?
ფილოსოფიის ინსტიტუტში უნდა წამყოლოდა გერმანე ფაცაცია. დათქმული დღისათვის ის საავადმყოფოში მოხვდა. სიტყვას არ უღალატა, მეგობრისათვის დაურეკავს და მიუხედავად სუსხიანი ქარისა, საავადმყოფოდან მაინც წამოვიდა მანქანით. აი ასეთ კაცს რას არ აკადრებს ეს ბოროტეული?
ლენინელები მოქმედებდნენ ამგვარი უბინძურესი მეთოდებით: მიტინგზე ერთმა სოციალ-დემოკრატმა გამოსვლისას თანაპარტიელს პედარასტი უწოდა. სხვები აღშფოთდნენ: ამისი პედარასტობა არავის სმენიაო! გამომსვლელმა მიუგო: მე ვთქვი და აწი თავი თვითონ იმართლოსო.
ხომ ამაზრზენი მეთოდია? ამგვარი მეთოდების გამომყენებელი მკვლელია, სიტყვით მკვლელია! ერთმა ტერორისტმა, რომლის სახელის თქმაც კი, როგორც უხსენებლის სახელისა, მბურძგლავს, 77 ადამიანი ტყვიებით დაცხრილა. სერგი საჯაიამ სიტყვით - ცილისწამებებით ამაზე მეტი მოაკვდინა. დიახ, სიტყვით მკვლელია სერგი საჯაია: ხმა გავარდეს და მერე როგორც უნდათ, ისე იმართლონ თავიო.
მივყვეთ კიდევ ბინძურ - ბინძურ ცილისწამებებს: ” ... ე.გვაზავა გახლავთ ... ომის ერთ-ერთი ინსპირატორი და ე.შევარდნაძის დასაყრდენი აფხაზეთში ნ.მგალობლიშვილთან, თ.მჟავიასთან, თ.ლორთქიფანიძესთან, გ. ლომინაძესთან, რ.ქარაიასთან, ე.ასტემიროვასთან, ა.გასვიანთან და სხვებთან ერთად, რომლებმაც მაშინ ”დაასაბუთეს” ომის აუცილებლობა”.
როცა 1992 წელს ე.შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში , მე აფხაზეთში გამომავალ გაზეთში ”საქართველოს ცის ქვეშ” სამჯერ ზედიზედ მასთან ” „თანამშრომლობის“ მიზნით გამოვაქვეყნე წერილები სათაურით ”ამდენი ფერისცვალება?!” ბევრი კრიტიკა წამიკითხავს ე. შევარდნაძეზე, მაგრამ ასეთი მძაფრი ტონი არსად შემხვედრია. იმ დღიდან ჩემი გვარი-სახელი მას არასოდეს არ ამოუღერღავს.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორ ”დავასაბუთე ომის აუცილებლობა“ აფხაზეთში.
1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა გალის პრეფექტი. იგივეს აპირებდა ”ჭკვიანი” მრჩევლების ზეწოლით ოჩამჩირეში.
”ლემი”-ს შტაბბინაში გვესტუმრნენ აფხაზები ეშერიდან და გვითხრეს: ჩვენ არ მოვსულვართ აფხაზეთის მთავრობის დავალებით, ჩვენი ხალხის აზრს მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ თუ ოჩამჩირეში პრეფექტი დაინიშნა აფხაზურ მხარესთან შეუთანხმებლად, შეიარაღებული კონფლიქტი არ აგვცდებაო. გვთხოვეს, შევხვედროდით ზვიად გამსახურდიას, ეს გადაწყვეტილება რომ შეეცვალა და მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
”ლემი”-ს ნაფიცთა საბჭო იმავე საღამოს მთელი შემადგენლობით სოხუმიდან თბილისში გამოემგზავრა და მეორე დღესვე შეხვდა პრეზიდენტს. ჩვენ შევძელით მისი დარწმუნება, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა იმ დროს საქართველოსათვის კატასტროფა იქნებოდა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა.
დავბრუნდით სოხუმში. გახარებულმა ეშერელმა აფხაზებმა პურმარილი გაგვიშალეს.
მეორედ ასე ”დავასაბუთე ომის აუცილებლობა“. სოხუმის ”დეპო”-ში არ წყდებოდა გაფიცვები. ბუნებრივია, სარკინიგზო კომუნიკაციები მოშლილი იყო და ბრკოლდებოდა მოსახლეობის მომარაგება სურსათით. ჩემთან, როგორც კოლეგასთან, მოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სერგეი ბაგაფში. ძალიან აღელვებული იყო: რაიმე იღონე, შენ დაგიჯერებენ, შეწყვიტონ ეს გაფიცვები, თორემ , ვიცი, ”კაშა” იქნება... და არა მარტო დეპოშიო... მადლობა ღმერთს, შევძელი, რომ ეს გაფიცვა შეწყვეტილიყო.
მესამედ ასე ”დავასაბუთე ომის აუცილებლობა“ 1992 წლის 30 აპრილს ხუნტის დავალებით ენგურს მოადგა გენერალ გელა ლანჩავას ჯარი. ამჯერად ისევ სერგეი ბაგაფში მოვიდა ჩემთან, პირდაპირ მითხრა: თუ ეს ჯარი შემოვიდა აფხაზეთში, საშინელება დატრიალდება, ჩვენ აფხაზები მარტონი არ ვიქნებით ამ ომში... ვიღონოთ რამეო... ეგრევე მოვძებნე დეპუტატები ნაპო მესხია, კიმ ჯაჭვლიანი და გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ სერგეი ბაგაფშთან ერთად ზუგდიდში და შეხვედროდნენ გელა ლანჩავას. ჩემი გამგზავრება არ შეიძლებოდა, მე ”მხედრიონელები” დამდევდნენ მოსაკლავად თავგამოდებული ზვიადისტობისათვის. ჩემმა კოლეგებმა დაარწმუნეს გელა ლანჩავა აფხაზეთში ჯარით შემოსვლის ავანტიურულობაში და ამჯერად, უკვე მესამედ, ავიცილეთ ომის დაწყება.
1992 წლიდან ე.წ. ”ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერატები” უკვე სოხუმში დაპარპაშებდნენ . უნდა მოგვეხერხებინა მათი მშვიდობიანად განეიტრალება. მაშინ ომს მართლაც ავიცილებდით აფხაზეთში. დიდხანს ვფიქრობდი, ვის შეეძლო მათზე ზეგავლენის მოხდენა? არჩევანი იჩქერიის პრეზიდენტ ჯ.დუდაევზე შევაჩერე.
სარისკო იყო იმ დროს გროზნოში გამგზავრება, მაგრამ 1992 წლის ივლისში მაინც გავემგზავრე და შევხვდი ბატონ ჯოხარს. მისივე ინიციატივით საათნახევარი ვისაუბრეთ და ბოლოს მან დასკნის სახით მითხრა: ”კონფედერატები” მე არ მემორჩილებიან, ვეცდები ჩეჩენი უხუცესების მეშვეობით მათზე ზემოქმედებასო. თან მირჩია, შევხვედროდი ზვიად კონსტანტინოვიჩს (მისი გამოთქმაა) და მასთან ასევე დეტალურად მესაუბრა ამ საკითხზე.
ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტს ისედაც უნდა შევხვედროდი. ბატონ ზვიადთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ საქართველოდან ხუნტის მოსაცილებლად ის სეპარატისტული ძალების გამოყენების მომხრეც კი იყო იმ იმედით, რომ ჯ.დუდაევისა და კავკასიელთა სხვა ეროვნული ლიდერების მხარდაჭერით ძირძველი ქართული მხარე- აფხაზეთი შეგვენარჩუნებინა.
ეს იყო რუსეთის იმპერიის პრევენციული მოქმედების კვლავ შეუფასებლობა.
აკი, მოვლენები ასეც განვითარდა. ამაზე ვრცლად ვისაუბრებ მომავალ წიგნში.
ეს იყო ჩემი მეოთხე მცდელობა აფხაზეთში ომის აცილებისა.
ამავე წლის 12 აგვისტოს ღამის 2 საათზე ჩემთან ბინაში მოვიდა აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილე ბათალბი საღინაძე. ძალიან შეშფოთებული იყო. მითხრა: მოსკოვიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა რუსმა, საქართველოს მთავრობა აპირებსო აფხაზეთში ჯარის შემოყვანას. აფხაზური მხარე ვითომ ამის თანახმაა. არ დაუშვათ ეს, გზად პროვოცირებას მოგიწყობენ და ომი გარდაუვალი იქნებაო. ქართველებს ჯერ მოგცემენ წარმატების საშუალებას, მერე პრესივით გადაგივლიანო...
აკი, ასეც მოხდა.
ეგრევე წავედით თამაზ ნადარეიშვილთან, რომელიც დროებით დაბინავებული იყო ტურბაზის რაიონში, თავის სიმამრთან. მე სოხუმის დასავლეთით ახალ რაიონში ვცხოვრობდი. ბატონ თამაზს ყველაფერი დეტალურად მოვახსენეთ, მას ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა გადაეცა ე.შევარდნაძისათვის.
13 აგვისტოს ღამე კვლავ მოვიდა ჩემთან ბათალბი საღინაძე. კვლავ მივედით თამაზ ნადარეიშვილთან. მან დაგვამშვიდა: ყველაფერი ვაცნობეო.
ესეც ჩემი მეხუთე მცდელობა აფხაზეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩემთვის მოულოდნელი იქნებოდა, რომ სოხუმის პატარა ბაზრის მოდამოებში 14 აგვისტოს ორმხრივი სროლების მოწმე აღმოვჩნდი.
და რა უნდა ვთქვა იმ ადამიანზე, თუ მას მართლაც ადამიანობისა რაიმე შერჩენია, ზემოთ ჩამოთვლილ სამშვიდობო ღონისძიებათა მიუხედავად სახელის გატეხვის მიზნით მაინც ცილს რომ გწამებს აფხაზეთის ომის პროვოცირებაში? ამ შემთხვევაში მაინც მისი სიცრუის შეფასებას ვერავითარი უარყოფითი ეპითეტი ვერ დაიტევს
აი ასეთ ცილისწამებებს იმეორებენ აფხაზეთში იმ დროს შექმნილი სიტუაციის უცოდინარნი და ანალიზის უნარს მოკლებულნი, ან საგანგებოდ ვიღაცეების მიერ დავალებულნი, როცა აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების მიმართ წამოროშავენ, დიახ, წამოროშავენ ხოლმე უარგუმენტაციო ბრალდებებს.
”რაც შეეხება აკაკი გასვიანის გამოსვლას, ისიც ზემოთხსენებულ წლებში (მხედველობაში აქვს 90-იანი წლები - ა.გ.) ... ასრულებდა უაღრესად მაღალი სახელმწიფო მოხელის მოვალეობას. უნდა ითქვას, რომ ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების საქმიანობა იმ წლებში, ისევე, როგორც დღეს ხდება ე.გვაზავასთან, უკიდურესი კორუპციულობით გამოირჩეოდა”.
ვინც ეწეოდა კორუპციას, ყველამ პასუხი აგო. მე კი, ჩემი პატიოსნების გამო, იმისი საფუძველი აღმომაჩდა, ანუ ზურგი, რომ მაშინაც წინ აღვდგომოდი აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დაშლის განმზრახველებს და 4 გვერდიან არგუმენტირებულ წერილს, საქართველოს ხელისუფლებისათვის გაგზავნილს, მარტოდმარტომ მოვაწერე ხელი.
”ბატონო აკაკი, სად ბრძანდებოდით თქვენ იმ დროს, როდესაც ლათა-ჭუბერის ხეობებში კუთხურობის (მეგრელობის) ნიშნით იძარცვებოდა გენოციდს გამოქცეული სოხუმისა და გულრიფშის მოსახლეობა და ხელისუფლებისაგან (ე.ი თქვენგან) ბედის ანაბარად მიგდებული ხალხი შიმშილით, სიცივითა და ქანცგაწყვეტისაგან იხოცებოდა, უფრო მეტიც, ხრწნაშეპარული გვამებით მოიფინა ეს მიდამოები?! თქვენი ოდაბადე, ჩემო ბატონო!”
რა ზუსტად ჩანს სუკის ხელწერა ამ ფრაზებში! ჩემი ”ოდაბადე” სვანეთიც არის და სამეგრელოც, საერთოდ, მთელი საქართველო!
სად ვბრძანდებოდი და რას ვაკეთებდი იმ უმძიმეს დღეებში?
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი (წაიკითხეთ ჩემი ”სულთა ღაღადი”.)
28 სექტემბერს დილით გენწვისში ვიყავი, 29 სექტემბერს სოფლების თავკაცები გავაფრთხილე, რომ 30 სექტემბრისათვის დალის ხეობის ყრილობა მოგვეწვია. ასიათასზე მეტი დევნილი ჯართან და პოლიციასთან ერთად საკენ-ჭუბერის უღელტეხილისაკენ მიემართებოდა. დალელებიც, ბუნებრივია, შეფიქრიანებული ჩანდნენ : თუ მტრის რაზმები ხეობაში შემოიჭრებოდნენ, დაპანიკებული დევნილები ჯერ თვითონ გასრესდნენ ერთმანეთს, მერე მათ ადვილად ამოხოცავდნენ და მეორე კოდორი - სისხლის მდინარე წავიდოდა...
- თავდაცვის მოგვარება! - აი, ყრილობის მთავარი საკითხი, მივიღე სწრაფი გადაწყვეტილება.
ყრილობაზე ახალგაზრდა ვაჟკაცებმა მტკიცედ განაცხადეს: ჩვენ დავიცავთ დალის ხეობას, ჩვენ დავიცავთ დევნილებს!
- სადაც თქვენ, მეც იქ - მეთქი! - ვუთხარი. საცერის ხელა გაუხდათ ბიჭებს თვალები, მთავრობის ძირითადი ნაწილი ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა, მაგრამ მარტონი არ რჩებიან: მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მათთან არის!
2 ოქტომბერს სეპარატისტთა რაზმები მართლაც გამოჩნდნენ დალის მისადგომებთან. მათ ჩვენმა ბიჭებმა 6 მანქანა აუფეთქეს, ორი მებრძოლი ჩვენ დაგვეღუპა იმ დღეს. 4 ოქტომბერს მეორე შემოტევა იქნა მოგერიებული.
საუბედუროდ ამავდროულად გამოჩნდნენ ბაცაცები, დიახ, ბაცაცები, რომლებმაც ისარგებლეს შექმნილი მდგომარეობით და დაიწყეს დევნილთა დაყაჩაღება, განურჩევლად კუთხურობისა, დიახ, განურჩევლად კუთხურობისა. იქ არავის ზურგზე არ ეწერა: ”მეგრელი”, ”იმერელი” და ა.შ. დევნილთა თანმხლები ბაცაცებივე იძლეოდნენ თურმე ქსივს იმათზე, ვის რა სიმდიდრე მიჰქონდა.
როგორც კი ამის შესახებ გავიგე, ავგზავნე უღელტეხილზე 8 თავმოყვარე დალელი ვაჟკაცი: სპარტაკ მიქიანი, აბო ჩოფლიანი, ამირან არღვლიანი და სხვები. მაგრამ კრიმინალებმა, რომლებშიც, მათივე თქმით, ბევრი უცნობი პირი , ანუ არადალელი ერია, ხელყუმბარა ესროლეს მათ, მერე ავტომატების ჯერი დაუშინეს და იძულებული გახდნენ, უკან გამობრუნებულიყვნენ. ჯარი წასული, პოლიცია წასული... და მე ერთს ამაზე მეტი რაღა მეღონა, როცა მთავარი ძალიხმევა მტრისაგან ხეობის დასაცავად უნდა წარმემართა? აქ უკვე ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა იყო აუცილებელი.
რატომ იმას არ აღნიშნავს ცილისმწამებელი, რომ დალელებმა დევნილთა დასაპურებლად ბოლო ჯამი ფქვილი გაიღეს? რამდენი სურსათი უნდა ჰქონოდა 600 ოჯახს, ასიათასობით დევნილი რომ გამოეკვება? მათ არაფერი არ დაზოგეს დევნილთა გადასარჩენად. ამას რატომ აფუჩეჩებს ეს ”მსაჯული”. რატომ ამუქებს სვანურ გარემოს და რატომ უპირისპირებს მათ მაგრელებს ეს პროვოკატორი? ესაა სწორედ „სუკის“ ხელწერა.
ბატონ დავით გვაძაბიაზე რომ წერს, ორჯერ გაძარცვესო. ის გენწვისშიც დაპატიჟეს ოჯახში და საკენშიც, თავის თანმხლებლებთან ერთად. ორივეჯერ საკლავი დაუკლეს და დიდი პატივისცემით მოეპრყნენ და რამდენიმე დღე დაჰყვეს აქ.
ასე ექცეოდნენ სხვებსაც, ყველა ღირსეულ ადამიანს. ამას ძარცვას ეძახის ცილისწამებათა ეს ოსტატი?
მაგრამ კრიმინალი, განსხვავებით პატიოსანი ადამიანებისაგან, ყველგან კრიმინალია. მან არც კუთხურობა იცის და არც შენიანი და ჩემიანი. ამის დასტურად ასეთ ფაქტებს მოგაწვდით. 1993 წლის დეკემბერია. ქუთაისის აეროპორტიდან სურსათსა და მედიკამენტებს ვაგზავნიდით დალის ხეობაში. მირეკავს საქართველოს პრემიერი ოთარ ფაცაცია: დალის მიმართულებით მოხსენი რეისები და ჯვარში გაუშვიო, გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებს თავს დასხმიან სეპარატისტები და მოსახლეობა ძლიერ თოვაში ტყეების გამოვლით ჯვარისკენ მოემართებაო... ასეც მივიქეცი . ქუთაისის სამედიცინო პერსონალი მომზადებულია. იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, როგორც ყოველთვის, ახლაც მოწოდების სიმაღლეზეა.
პირველი რეისი მივიღეთ. გაოცებული დავრჩით: ყველა ევაკუირებულს სძინავს, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გახდილი აქვთ. იგივე სურათი ვიხილეთ მეორე ვერტმფრენშიც. მესამე ვერტმფრენში მხოლოდ ერთი ჩია ტანის მოხუცი ქალი იყო ფხიზელი. გაკვირვებულმა ვკითხე: რა მოხდა-მეთქი? მან ქართული არ იცოდა, მეგრულად მითხრა: ”ჩქინი ბოშები ორდეს, ადამიანებიშ სახეს შოლირ ბამბეს გედვანდეს დო თინებს უცბათ დარულენდეს”, ანუ: ჩვენი ბუჭები იყვნენ, ადამიანებს სახეზე სველ ბამბას ადებდნენ და ისინი უცბად იძინებდნენო.
გაირკვა: კრიმინალები დამაძინებელი სითხით - ”სნოტვორკით” დასველებულ ბამბას ცხვირპირზე მიაფარებდნენ თურმე მტრისგან გამოხიზნულ ამ გასავათებულ ადამიანებს, დაძინებულებს კი აშიშვლებდნენ ასეთ თოვაში.
აქაც სვანები იყვნენ ? - ვეკითხები მაგ პროვოკატორს, მეგრელ-სვანების წაკიდებას რომ ცდილობს ვიღაცის დავალებით. არ გამოუვა! ამას ვერავინ შეძლებს.
ან სად იყო მაშინ ე.წ. „აფხაზეთის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე“ ს. საჯაია?
27-30 სექტემბერს 40-მდე დევნილი სოფელ ომარიშარაში გოგი ქალდანის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მათ უხვად გაუმასპინძლდნენ და საგზალიც გაატანეს. (ასე იყო ყველა დალელის ოჯახში). 1 ოქტომბერს საკენის ხიდამდე ისინი ჩემმა ძმებმა ვახტანგმა და ვალტერმა გააცილეს. აქ ისინი გადაეყარნენ 150-მდე ახალ ამოსულ დევნილთა ჯგუფს, მშივრებს, მისავათებულებს, უძინართ. დაღლილები, რომ იტყვიან, იქვე ეყარნენ ტყის პირას.
აი, რა მიამბო ვახტანგ გასვიანმა, მაშინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ:
”ჩვენ რომ საკენის ასახვევთან მივედით, ამ დროს აქ გამოჩნდა საქონლის ჯოგი, რომელსაც 5-6 ახალგაზრდა მამაკაცი მოერეკებოდა. ბუნებრივია, ვიკითხეთ მათი ვინაობა. სვანები არ იყვნენ და საიდან ამდენი, ალბათ 200-ზე მეტი სული პირუტყვი? გულრიფშისა და სოხუმის რაიონების ქვედა ზონის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ.
ჩვენ და დევნილებმაც ძალიან თავაზიანად ვთხოვეთ, ამ მშიერი ადამიანებისათვის ერთი მოზვერი მაინც მიეცათ დასაკლავად, აქაც ეყოფოდათ საჭმელად და საგზლადაც ხორცის თითო ნაჭერს წაიღებდნენ, რაც ასე აუცილებელია მთაში მგზავრობისათვის.
სასტიკად იუარეს. ვალტერმა შეუტია და ერთ მოზვერზე მიუთითა:
- მიეცით ეს! ჩვენი ხალხია. არ გეცოდებათ?!
ამის გაგონებაზე ერთ-ერთმა მამაკაცმა ისეთი კივილი მორთო, გეგონებოდათ, ოჯახის წევრი მოუკვდაო.
მშიერმა დევნილებმა აქეთ გვთხოვეს, ასეთი ნაკივლარი ლუკმა არ შეგვერგება, მოეშვითო...
დევნილები უჭმელი მაინც არ წასულან ომარიშარიდან. მაგრამ უღელტეხილზე რომ მივდიოდით, ამ ნახირიდან ზოგი სად იყო გადაჩეხილი და ზოგი სად”.
ამგვარ საშინელ სიძუნწესაც, დაუნდობლობაში გადაზრდილს, ჰქონდა ადგილი. ამიტომ ნუ ვხარშავთ ერთ ქვაბში ქვეწარმავალსაც და გვრიტსაც.
დალელ კრიმინალებს ორჯერ მეტად ვადანაშაულებ, ვიდრე სხვა მხარეებიდან იქ შემოსეულებს, რადგან მათ თავად უნდა დაეცვათ სხვათა ხელყოფისაგან ხეობის ღირსება. სტუმრის დაცვა ქართველთა ადათია! ვიცი, ჩადენილ ცოდვათა გამო კრიმინალთა უმეტესობა უსახელოდ დაიღუპა.
თავად სად იმალებოდა ამ დროს ვითომცდა ”აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე”?
რატომ ვერ შეაკოწიწა მან თუნდაც ”სამასამდე ჯარისკაცი, რომელიც წესრიგს დაიცავდა კოდორის ხეობაში”? (მისი საყვედურია დეპუტატ დ.გვაძაბიას მიმართ თქმული - ა.გ.) ”ეს ეხება დეპუტატსაც კოდორის ხეობიდან, აწ განსვენებულ კაცს (მხედველობაში ჰყავს კიმ ჯაჭვლიანი -ა.გ.) და პირადად დეპუტატ ა. გასვიანსაც, ისინი, როგორც ამ ხეობის შვილები (მე ამ ხეობის შვილობით ვიამაყებდი, მაგრამ ვარ არანაკლებ საამაყო გმირი სოფლის - ხალდეს შვილი - ა.გ.), მოვალენი იყვნენ, წინ აღდგომოდნენ მათ კუთხეში იმპერიის მიერ დაგეგმილ მეგრელთა (ისევ სუკის ხელწერა -ა.გ.) ძარცვასა და, შეიძლება ითქვას, მორალურ და ფიზიკურ გენოციდს (სადამდე ამწვავებს ვითარებას განგებ -ა.გ.), რომლის მიზანი იყო ტომობრივი შუღლის დაქსელვა ანუ საქართველოს გახლეჩა (აქ მთლად შეუბერა- ა.გ.). დიახ, აი, ამ ადამიანების დანაშაულებრივმა უგულისყურობამ (რბილად რომ ვთქვათ), გამოიწვია კოდორის ხეობაში აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის (ძირითადად მეგრელების) აწიოკება და სულით ხორცამდე გატყავება”( ამის იქით სიცრუეს ზღვარი, ალბათ, არ გააჩნია -ა.გ.).
ეთნიკური შუღლის გამღვივებელი თუ იტყვის ასეთ ცილისწამებას. პასუხი ამაზე ზემოთ უკვე მაქვს გაცემული: დალელმა სვანებმა თავისი ვაჟკაცური შემართებით დაიცვეს დევნილები, თავისთავად მეგრელებიც, მდევარი მტრის მხრიდან გაჟლეტისაგან, ანუ მართლაც გენოციდისაგან!
”1994 წელს საქინფორმის ფოტოთეკაში მე ნანახი მაქვს ფოტოსურათი, რომელზეც ჯ.იოსელიანი და ა.გასვიანი სვანურ ქუდებში გასცქერიან კოდორის მთებს - ”ისინი გადაარჩენენ ქვეყანას” - აწერია სურათს. თუ როგორ გადაარჩინეს, იცის ეს ხალხმა: - პირადად ჯ.იოსელიანის მითითებით შეიტყუეს, გაძარცვეს, შეურაცხყვეს, პატივის აყრა მოუნდომეს და განაიარაღეს მეგრელები აქ. ასეთი არის სიცხადე!” (ისევ სუკ-ის ბინძური ხელწერაა, როგორ ცდილობს, აქცენტი გაამახვილოს მეგრელებზე- ა.გ.).
აქ კი ცილისწამებისთვის დამაჯერებლობის მიცემის სურვილმა გონება დაუბნელა მას. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი! საიდან ამდენი ტყუილი?! ვინც ამდენ სიცრუეს იგონებს, დაუნდობელია მისი აზროვნება.
ასეთი არის სიცხადე, რადგან ბუნებაში არ არსებობს ჯაბასთან კოდორის ხეობაში გადაღებული ჩემი სურათი, მით უფრო მსგავსი წარწერიანი
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მეორე პირთან შეხვედრა ძალიან გვინდოდა მე და დეპუტატ კიმ ჯაჭვლიანს დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით უამრავი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, მაგრამ ვერ მოვიხელთეთ, მან საკენის ახლოს თავი გაგვარიდა, დაგვემალა, ვერ მოვძებნეთ. შესაძლოა, ამისი მიზეზი იყო ჩემგან შურისძიების შიში, რადგან ჯაბა იოსელიანის ბრძანებით 1991 წლის 21 დეკემბერს ჩემს შესაპყრობად და დასახვრეტად „მხედრიონელები“ შეჭრილან „ივერიაში“, მაგრამ მე ნახევარი საათით ადრე გამისწრია, პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა და ზვიად გამსახურდიას შევუერთდი ბუნკერში. თუმცა მე არავითარი შურისსძიება მაინც არ მამოძრავებდა, მაწუხებდა მხოლოდ დევნილი მოსახლეობის ევაკუაციის პრობლემათა მოგვარება.
ცილისმწამებელმა ყოველივე ეს იცის, მაგრამ მაინც წერს, რადგან ჯ.იოსელიანი მკვდარიც სძულს სამეგრელოს და მასთან „ზიარობით“ უნდა, მეც შემიძულონ მეგრელებმა. აი, მზაკვრობააა! ვინც წაიკითხავს ჩემს ნოველას ”ნარა”, ის დარწმუნდება, როგორ მიყვარს მე სამეგრელო.
სინამდვილეში არსებობს ჯ.იოსელიანთან და სხვებთან ერთად გადაღებული სხვა სურათი. 1992 წლის ოქტომბერია. სოხუმში სახელმწიფო აგარაკის ეზოში სკამზე ვიზივარ. ჯაბა თავისი დაცვით მოვიდა ჩემთან და გვერდით მომიჯდა. მას აინტერესებდა საბრძოლო ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება ჩემგან. აქ არაფერია გასაკვირი, ეს მისი თანამდებობრივი მოვალეობა იყო. აი, ამ დროს ვიღაცას გადაუღია სურათი და იგი შეტანილია სვეტლანა ჩერვონნაიას წიგნში „პოსტკომუნისტიჩესკაია ვანდეია“. ოღონდ სვანური ქუდი მე მახურავს. დახედეთ ამ სურათს, დაინახავთ ჩემს „კმაყოფილ“ სახეს, დანა პირს რომ ვერ გამიხსნის. მე ის სურათი არცა მაქვს. სურათს რუსულად ასეთი წარწერა აქვს: „ჯ.იოსელიანი ესაუბრება აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ა.გასვიანს (სვანურ ქუდში)“.
12 ოქტომბრამდე დავრჩი კოდორის (დალის) ხეობაში. ამ დღეს ჩამოფრინდა ბატონი ოთარ ფაცაცია, დევნილთა ევაკუაცია დამთავრებული იყო, ხეობა საიმედოდ იყო დაცული და მეც გამოვემგზავრე თბილისში.
მეორე დღესვე საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა „კოდორის ხეობის სოციალური უზრუნველყოფისა და თავდაცვის კომისია“, რომლის აღმასრულებელი მდივნობა (კოორდინატორობა) მე დამევალა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობაში უდიდესი დატვირთვის მიუხედავად, კვირაში ერთხელ მაინც მივფრინავდი აჟარაში. ყოველი გაფრენა სარისკო იყო: ჭუბერ–საკენის უღელტეხილის თავზე გადავლისას ხოჯალის მთიდან (ტყვარჩელის თავზეა) ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჩვენი ვერტმფრენისთვის ესროლათ რაკეტა და ჩამოეგდოთ. 15 წუთი დაძაბული ვიყავით, მთებს დავყურებდით: თუ ჩამოგვაგდებდნენ და ცოცხალი გადავრჩებოდით, რომელი იყო უფრო ახლოს, ჭუბერი თუ საკენი?.. თუ რა ძალისხმევა დასჭირდა დალის ხეობის დაცვას, გადმოცემული იქნება ჩვენი მომავალი წიგნის თავში: „უძლეველი დალის ხეობა“.
და მე ვარ მოღალატე, მეორე ხარისხის გორგასლის ორდენით დაჯილდოებული, როგორც საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე წერია: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისათვის“?
„რა გააკეთეთ თქვენ ე.შევარდნაძისა და ჯ.იოსელიანის პროვოკაციების აღსაკვეთად, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ „მეგრელებმა წაგვაგებინესო ომი?!“
ამას მე ნუ მეკითხება ცილისმწამებელი, არამედ ჰკითხოს იმათ, ვინც მის მიერ და მისთანების მიერ მიტოვებულ ზვიად გამსახურდიას დასდევდა ფეხდაფეხ მოსაკლავად, ან ჰკითხოს თავის თავს: თავად ე.წ. „აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე“ რატომ განერიდა ყველასგან განწირულ პრეზიდენტს?
„ძვირფასო აკაკი, აფხაზეთის მოსახლეობას ასობით კითხვა დაუგროვდა თქვენს და არა მხოლოდ თქვენს მიმართ. არ ვიჩქაროთ, ისინი ძირითადად მესამე წიგნში გამოქვეყნდება“.
ეს უკვე გათავხედებული პროვოკატორის განცხადებაა. ამდენი ცილი დამწამა მეცა და სხვებსაც და კიდევ იმუქრება ახალი ცილისწამებებით, რომ არ მოგვასვენოს, რაც მას თვისებად ჰქონია თურმე. მართლა მასზე და მისთანებზე უთქვამს გენიოს პოეტს: ”ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა”.
მე თამამად, სულიერი თავისუფლებით გავცემ პასუხს აფხაზეთის მთელი მოსახლეობის, მათ შორის აფხაზების მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას წიგნში, რომლის დაწერასაც ვაპირებ, ყველაფერზე გავაკეთებ ზუსტ ანალიზს ისე, რომ მართალი ვიყო ღმერთთანაც და ერთანაც, ასევე ომში დაცემულთა სულების წინაშეც. ხოლო სერგი საჯაიას სწორედ რომ მოუწევს მისთვის მეტად მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. აფხაზეთელები დღემდე კითხულობენ, როგორ დამთავრდა მ.კოსტავას ფონდიდან სახლების შესასყიდად მის მიერ გატანილი ფინანსების მოტეხვასთან დაკავშირებით გამოძიება? გაირკვა, რომ გამოძიება მხოლოდ შეჩერებულია და არა დახურული. ისიც ითქვა, რომ გამოძიება უნდა განახლდეს, პრესაში უნდა გამოქვეყნდეს, თუ რამდენი თანხა მიითვისა მან. ისიც დადასტურდა, რომ ს.საჯაია გამოძიებას ემალებოდა და ამიტომაც არ ჩანდაო ომის პერიოდში აფხაზეთში. მაინც რომ ტრაბახობს ასე ვიბრძოდი და ისე ვიბრძოდიო... ომის პერიოდში ის ვინმეს უნახავს აფხაზეთში? აი, ამის მერე ღვარძლიანად ვეღარ იკითხავს: „აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოპარული ე.წ. ჩვენი დეპუტატებიდან თუ ვინ, როდის და რა სვლაგეზით გამოიქცა 1993 წლის სექტემბერში და რა გამოიტანა თავლაფდასხმული თავის გარდა თან“.
ამდენი სიცრუისა და ცილისწამების ავტორმა მართლაც დიდი ლაფი დაისხა თავზე. თუმცა ამგვარი ლანძღვა არ არის გასაკვირი იმისგან, ვინც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელიც იოანეს სახარებაში უფლის ცხებულად იწოდება, უშვერი სიტყვებით იხსენიებს.
დეპუტატი როსტომ შამუგია ფიცითაც კი დაადასტურებს: „რუსთაველზე, ლაღიძის წყლებთან გადავეყარე სერგი საჯაიას. ამ დროს ზვიადთან დაახლოებული პიროვნება ჯემალ ჯოლოხავაც შემოგვიერთდა. ჩემთან სერგის ადრეც ჰქონდა ნატრაბახევი, ზვიადს არაფერში არ ვეპუებოდი, რომ იტყვიან, ადგილზე ვსვამდიო. განგებ ავაგდე, რომ კვლავ ეთქვა და მე მოწმე მყოლოდა, თუ რა იტრაბახა ადრე მან ჩემთან. ამიტომ ვკითხე: – სერგი, გვიამბე, როგორ შეუტიე–მეთქი შენ ზვიადს?
მან თავი ასწია: – რაღაც პრობლემის გამო ვკამათობდით მე და ზვიადი. მე მართალი ვიყავი, ზვიადი თავისას აწვებოდაო. მეც უკან არ დავიხიე და რომ ვერ დავარწმუნე ჩემს სიმართლეში, გავბრაზდი და იცი, რა ვუთხარი? - Звиад Константинович, пошел ты на х...!
– მერე ზვიადმა ამაზე რა რეაგირება მოახდინა?
– ადგა, მხრებში შეიშმუშნა, მაგრამ ჩემი მოკუმშული მუშტი რომ დაინახა, გაჩერდა“.
აუუ! აქ უკვე ყვარყვარე მიქარვაა!
თანამშრომლებთანაც ტრაბახობდა თურმე ამას. ამის შემდეგ მაინც თავს აფარებს ზვიად გამსახურიას სახელს. მანამდე კი თავს აფარებდა მერაბ კოსტავას სახელს.
მანვე მიამბო სერგის მეორე ტრაბახი
რაღაცის გამო დალელი სვანები მემუქრებოდნენო. გასვენებაზე მომიხდა იქ ასვლა, ჭირისუფალს მივუსამძიმრე და მამაკაცებს რომ მივუახლოვდი, ფერი ეცვალათო. მერე გამოვედი, ჭიშკართან დავდექი, თვალი მიმოვავლე იქაურობას, ყველა გატრუნული იყო, მოვბრუნდი და რიხიანად წამოვედიო.
ამაზე სიცილი კი არა, ხარხარი აგიტყდება. დალელ სვანებს 1993 წლის 27 ნოემბერს მტრის 2200 კაციანმა შენაერთმა ვერ უცვალა ფერი და მაგ საცოდავს ისე დაუშინებია, ისინი როგორც არწივს ქათმები. ნამეტნავად კომიკურია, არა?!
ყოველივე ამის შემდეგ ეს ცილისმწამებელი, ტრაბახა, ცოდვილი თავს ქრისტეს მხედარს როგორ უწოდებს ან ჭყონდიდელობას როგორ იჩემებს?!
ის კი არა და, ერთგან პატიოსნებითა და საბრძოლო შემართებით გამორჩეულ ორგანიზაციას „ლემსაც“ უდიერად ახსენებს. სკლეროზი აქვს? არა, სკლეროზი არა აქვს, მაგრამ ამასაც გამიზნულად აკეთებს. მაშინ შევახსენებ: სოხუმის რაიონშია სოფელი კომანი, თავადაც ხომ სოხუმის რაიონიდანაა. რა გააკეთა მან კომანის დასაცავად? სად იმალებოდა მაშინაც? მთელი კომანი „ლემის“ წევრი იყო, მათ შორის აფხაზი მეცენატი იური ანუაც. მთელი კომანი გმირულად შეაწყდა მტერს!
მე–2 ბატალიონი ძირითადად „ლემელებისგან“ შედგებოდა. მარტო 1993 წლის 16 მარტს 27 „ლემელი“ გმირულად დაეცა გუმისთასთან ბრძოლაში.
„ლემი“ იყო ასევე, ძირითადად, დალის ხეობა. 1993-94 წლებში მტრის 7 შემოტევა მოიგერიეს დალელებმა, და ყოველი შემოტევისას მათთან ვიდექი 16 წელიწადი გამარჯვებული იდგა საქართველოს სიმაყე – დალის ხეობა! და მე ვამაყობ, დიახ, ვამაყობ იმით, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც არის.
საშინლად სცოდავს ეგ უღმერთო საშობლოსათვის დაცემულ „ლემელთა“ სულების წინაშე.
272 სახლი უყიდა შედარებით უქონელთ „ლემმა“. ადგეს ვინმე და თუნდაც 1 მანეთის მოტეხვაში შემოგვედავოს. სიწმინდეც ამას ჰქვია! „ლემის“ თავმჯდომარე მთელ ამ პერიოდში მე ვიყავი.
და ბოლოს კითხვა: რისი ღირსია ამდენი ცილისწამების შემთხზველი? მე გამიგონია, სამეგრელოში ამისთანას ენა ძირში მოაჭრეს, მაინც ბოროტად ღავღავებდა თურმე და ხელებს იქეთ–აქეთ იქნევდაო. სვანეთში მოკლავდნენ, რომ ვერც ეღავღავა და ვერც ხელები ექნია იქეთ-აქეთ. ამას ხალხის ადათიდან გამომდინარე ვამბობ, თორემ მე ღმერთმა დამიფარის მსგავსი ფიქრისაგან კი.
ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით: სერგი საჯაიას საქმე უკვე სასამართლოშია გადაცემული. მე იქ მოვითხოვ: მიესაჯოს მას იმდენი წელი, რამდენი ცილისწამებაც აქვს ჩემზე შეთხზული, ან ადამიანთა მორალური ტრავმირებისთვის შესაბამისი კომპენსაცია დაეკისროს. კანონით ეთნიკური დაპირისპირების მცდელობა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. აკი იგი ცდილობს მეგრელებისა და სვანების ურთიერთდაპირისპირებას.
მის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმული ყველა ცილისწამება ხომ უტყუარი ფაქტებით არის გაბათილებული, მაგრამ ამდენ ადამიანს დააბრალო ამდენი სიცრუე – ეს იმას ნიშნავს, რომ დღედაღამე მხოლოდ ბოროტება გასულდგმულებს, ხარ სიცრუით პყრობილი და უღმერთო.
საკითხავია, როგორ უნდა განიკურნოს სიცრუით პყრობილი?! ეს უკურნებელი სენია. უეჭველია, იგი ახალ–ახალ ცილისწამებებს მოიგონებს, ამის გარეშე მას ცხოვრება არ შესძლებია. თან დამაჯერებლობისთვის მის მიერ გამოგონილ ცილისწამებებს ეპიგრაფად წარუმძღვარებს ხოლმე ამონარიდებს ბიბლიიდან, გამოჩენილი პიროვნებების წიგნებიდან.
ეს წერილი მე საზოგადოებისთვის დავწერე, იმ მიზნით დავწერე, რომ საზოგადოებამ იცოდეს ჭეშმარიტება. პირადად მისთვის არ მიმიმართავს არც ერთი სიტყვით და არც ვაპირებ, რადგან ამისთანა გულისამრევ ცილისწამებათა მკადრებელს თავი არ უნდა გაუყადრო.
მაინც გულწრფელად ვიტყვი: დამენანა, შემეცოდა – ასეთი ნამდვილად არ მეგონა....
ვინმემ მაინც ურჩიოს, მოძღვარი თუ ჰყავს, წააკითხოს ბილწსიტყვაობით დატენილი თავისი ნაცოდვილარი.
ამდენ ცილისწამებასა და ბილწსიტყვაობას შეუნდობს კი მოძღვარი?!
P.S. თავს ვიკავებდი, არ ვაპირებდი პასუხის გასაჯარისებას, ეგებ გაჩერდეს - მეთქი, თან პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამისთანა ცრუს, მაგრამ აკვიატებული ვყავარ მეც და ათეულობით სხვაც. საზოგადოება როგორ შეაფასებს ჩვენს დუმილს, როცა კვლავ იგონებს და იგონებს ცილისწამებებსდა აქვეყნებს მათ?
კეთილშობილი ადამიანის კრიტიკას, რომელიც კითილმოსურნე რჩევებს გაძლევს, მიიღებ. ეს ცილისმწამებელი კი რას არ იგონებს ყველაზე და ყველაფერზე და როგორი ბილწი, რაღაც დაღვლარჭნილი სიტყვებით ლანძღავს განურჩევლად ყველას.
როგორ მესაუბრა მე 1993 წლის თებერვალში ცილიმწამებელი, როცა იგი გამოძიებას ემალებოდა, ”ე.წ. სვანური ორგანიზაცია ”ლემის თავკაცს” ჯ.იოსელიანის რაღაც მითიური გავლენის შესახებ”? იმ ჯ.იოსელიანისა, რომელმაც პუტჩის დაწყების დღეს ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, რადგან 1991 წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში ”ლემი” იცავდა პარლამენტის შენობას, სადაც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა. ან ”სვან-მეგრელთა ხელოვნურ და მიზნობრივ” შუღლზე მუდმივად რომ აქცენტირებს, ვიცი, მას ეს უნდა, ესეც დავალებული აქვს, მაგრამ არაფერი არ გამოუვა, მთა და ბარი ერთად იყო, არის და იქნება, ათასობით დამოყვრებულ ოჯახებს ცილისმწამებლის ბილწისტყვაობა გზას ვერ აუბნევს.
აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ”ლემი” არა სვანური, არამედ საერთო ქართული მოვლენა გახლდათ. 70% ”ლემში” არასვანები, მათ შორის, მეგრელები იყვნენ გაერთიანებული. საქართველოს ყველა მხარეში იყო ”ლემის” ორგანიზაციები, მათ შორის, სამეგრელოშიც.
ამ ცილისმწამებელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა სვანების მინიშნებით ლანძღვაში, აუკვიატებია, საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე საქართველოს ყველა კუთხის კრიმინალთა ქმედებები სვანებს დააბრალოს და ამით ”საუკუნო სირცხვილი” მიაკეროს მათ. თანაც იმუქრება ეგ პროვოკატორი, რაღაც მასალებს გავასაჯარისებო. რამდენი ცილიც დამწამა, სასამართლოზე მოვითხოვ, იმდენი წელი პატიმრობა მიუსაჯონ მაგ ცრუს. ვინც მე მიცნობს, ყველა მიცნობს პატიოსნებით და მეცნიერული წარმატებებით. ამიტომ ჩემზე სიცრუის თხზვით მან თავი მთლად გაიკოტრა.
”ჯ.იოსელიანთან გადაღებული სურათებით კეკლუცობდა და ამით აპირებდა ისტორიაში შესვლასო...” ჯერ ერთ სურათზე წერდა, ახლა მოლანდებულ სურათებზე გადავიდა.
არ მინდოდა ჩემს დამსახურებებზე მესაუბრა მე თვითონ, მაგრამ ისევ მაგ ცილისმწამებელმა მაიძულა. ისტორიაში მე ჩემი ღვაწლით, რახანია, შესული ვარ. მრავალთაგან მხოლოდ ერთი ნაშრომის შესახებ მოგაწვდით შეფასებებს. ”ორიგინალური მეცნიერული მიმართულება შექმნა ა.გასვიანმა, რასაც ადასტურებს მისი წიგნი ”სამყაროული მოძრაობა” - წერს მ.ლომონოსოვის სახელობის მსუ პროფესორი, რფ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი იანკოვსკი. მსოფლიოში სულ რამდენმა მეცნიერმა შექმნა ორიგინალური მეცნიერული მიმართულება?
ეს ნაშრომი ”კაცობრიობის მეცნიერების მთელ ისტორიაში უნდა ჩაითვალოს უნიკალურ მოვლენად”- ასეთ შეფასებას იძლევა ს.წერეთლის სახელობის საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტი და ა.შ.
და ასეთი მეცნიერია ჯოგის წევრი? ან ხროვაში ჩასარიცხი? ან ერთჯერადი სახმარი ნივთი? და ა.შ.?
ბატონებო, ეს არ არის მოჩხუბართა მიერ წარმოთქმული სალაძღავი და საგინებელი სიტყვები არამედ არის ადამიანის ღირსების აყრა, მისი პიროვნული განადგურება საზოგადოების წინაშე, ადამიანის უფლებებებისა და პატივის აყრა, რაც კანონით ისჯება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ამიტომ მართლმსაჯულებამ ამაზე მკაცრი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.
თურმე მე მომიწევს განვმარტო ”ის დამღუპველი პოლიტიკა დალის ხეობისათვის, რომელიც ხან მისი მონაწილეობით, ხან კიდვ მის თვალ წინ ხდებოდა. მე არ ვლაპარაკობ ფინანსების საეჭვო და არამიზნობრივ მიმოქცევაზე და ა.შ. ამის გარდაც ამაზრზენი ცოდვაა იქ ჩადენილი (ეს ძალიან რბილად რომ ვთქვა)”.
ამგვარი ცილისწამებისათვის ემოციები მხოლოდ შემდეგი სიტყვებით შემიძლია დავიცხრო: ”უფალო, შენ გევედრები, ჩემს მიმართ გამოთქმული ასეთი ცილისწამებისათვის შენ განსაჯე ბოროტებით შეპყრობილი სერგი საჯაია. ამინ!”
თუ როგორ ვხარჯავდი ”საეჭვოდ” ფინანსებს, ამის ”დასტურად” მხოლდ ერთ ასეთ ფაქტს მოგიყვებით. 1993 წლის 27 ნოემბრის გმირული ბრძოლების შემდეგ დალელი მეომრებისათვის ქუთაისის აეროპორტიდან კოდორის ხეობაში ვაგზავნიდით 300 წყვილ თბილ თეთრეულს. სამი დღე ფრენა არ იყო, ყინავდა, თოვდა. აეროპორტის მოსაცდელში ვათევდით ღამეს. სიცივისაგან მაკანკალებდა ღამე, მოძრაობით ვთბებოდი. თხელი ლაბადა და შარვალ-კოსტუმი ვერ მათბობდა. ცხადია, თბილი ტანსაცმელი და თეთრეული აფხაზეთში დამრჩა, ხოლო ახალი უფულობის გამო ვერ ვიყიდე. ბიჭებმა შემომთავაზეს: ერთი წყვილი მაინც უნდა მოგცეთო კოდორში გასაგზავნი თეთრეულიდან, თორემ გაცივდებიო. სასტიკი უარი ვუთხარი: ვიღაც ამ, ერთ წყვილზე, ათს იტყვის, ათი კიდევ გაათმაგდება მერე - მეთქი... რასაკვირველია, არ ამიღია.
ან როგორ მოვხვდებოდი მე 1992 წლის დასაწყისში სოფ. ჭუბურხინჯში, როდესაც პარლამენტის ბუნკერიდან პრეზიდენტის დავალებით შს სამინისტროში 4 იანვარს წავედი; ხოლო აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ”მხედრიონელებისაგან” თავის განრიდების მიზნით სოხუმიდან არსად გავდიოდი? და თურმე სოფელ ჯუბურხინჯში კ.გულედანის სახლში ანტიმეგრული საუბრები მიმდინარეობდა ”ლემელთა” მხრიდან. აი, სუკის ხელწერა, და მერამდენედ გამოჩნდა ეს ხელწერა. ტყუილა არ უთქვამს მასზე ანზორ წოწონავას, პოლიციის პოლკოვნიკს, აგენტიაო, ზედსახელით (”კლიჩკა”) ”გრეკი”. ს.საჯაიას დედა ბერძენი ჰყოლია და იმიტომ მიიღო სუკში ეს ზედსახელიო.
კიდევ: ”განსაკუთრებული ”ჯაბაობით” ანუ მეგრელთა მოძულეობით” ცნობილი ვინმე გაბულდანი ჩემს ირგვლივ ტრიალებდაო 1989 – 91 წლებში, ასევე ტრიალებდაო იგი 1992 – 93 წლებში ჩემი დაცვის ირგვლივ. ”ლემის” ერთ-ერთი თავკაცი იყო ელგუჯა გულედანი, მეგრელების სიძე, ჩემს დაცვაში იყო პაატა ჯაჭვლიანი, დედით მეგრელი და ა.შ. ”მეგრელთა მოძულეებს” ისინი ჩემს ირგვლივ გააჭაჭანებდნენ? ისეთ ”მხედრიონელებს”, რომლებთანაც პუტჩის დროიდან საბრძოლო დაპირისპირება გვქონდა, მე გავიკარებდი სიახლოვეს?
აქაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში ცილისმწამებელს.
მოტრაბახე სხვაც მძულს ”თვითონ მაწერს სიცრუეს: ” მე ძალიან ბევრი მომისმენია ა.გასვიანისგან, თუ როგორ ”სალკლდეობდა” მაშინ იგი მთავრობის სასახლესთან და კოდორის ხეობაში.
მთავრობის სასახლესთან მისი დევგმირობა, როგორც თვითმხილველი ს. ამბობს, იმაში გამოიხატა, რომ მართლა ღირდა საყურებლად გამოპარვისა თუ გამოქცევის მისეული ცრუმოძრაობები... არც კოდორის ხეობაში ახსოვს ვინმეს მისი მედგრობა”... და ა.შ. და ა.შ.
ცილისმწამებელი ვიღაც მის მიერვე მოგონილ ს. - ს იმოწმებს. ასეთია ილეთი, საერთოდ, პროვოკატორისა. ამის პასუხად მე მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თანამშრომლის, 27 სექტემბრის მოვლენათა მართლაც თანამონაწილის, თამაზ გაბუნიას საგაზეთო წერილიდან: ”... ბატონი აკაკი მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ყოველი მოძრაობა. ყოველგვარი შიშის გარეშე თაღიდან პირველი ნაბიჯი მტრის შესახევდრად სწორედ მან გადადგა. ეს მერე იყო, ჩვენ რომ მივყევით, სხვები. გზა მან გაკვალა. ძველ მონადირეს, ნადირობის ქალღმერთმა დალიმ არ უღალატა, სვანეთის მთებში ნასიარულევმა და ჯიხვებზე ნადირობისას ნაწრთობმა მუხლებმა თავისი საქმე გააკეთეს - უვნებლად გამოიყვანეს სამშვიდობოს. 26 სექტემბერს საღამოს, როდესაც მას სამხედრო შტაბიდან დაბრუნება დააგვინდა, მე ვუთხარი, აღარ გელოდით - მეთქი. საშინლად ეწყინა, როგორ მე სიტყვა ვთქვი, დავრუნდები - მეთქი და ... სიტყვას არ შევასრულებდიო?..”
ეს მერამდენედ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში ცილისმწამებელს, მაგრამ მაინც პირში იდებს დასვრილ კოვზს.
აფხაზეთის დაკარგვის გამო შურისძიებით ანთებული, ამაზე კიდევ უფრო თავდადებით ვაგვარებდი კოდორის ხეობის ყველა, თავდაცვითს თუ სოციალურს, საკითხს (იხ. ”უძლეველი დალის ხეობა”).
ამრიგად, მაგ ცრუს ყოველი ნათქვამი ჩემს შესახებ აღმოჩნდა ცილისწამება.
ამდენი ტყუილის მერე ვინმეზე თუ გაურია რაიმე სიმართლე, იმასაც არავი დაუჯერებს.
რამდენი სატირული პუბლიკაცია წამიკითხავს ქართულიც და უცხოურიც, ოღონდ ლიტერატურულ ჟანრში მოქცეული. ამისთანა მყრალსიტყვაობას, რასაც ცილისმწამებელი იყენებს, ”ბომჟებისაგან” სიმთვრალეში თუ მოისმენ.
შეგვინდოს გენიოსმა შოთამ, თუ მისი სტრიქონების ასეთ ინტერპრეტირებას მოვახდენთ:
”ბილწაობა სიყრმიდანვე ცოდვისაა ერთი დარგი,
საეშმაოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი ბანგი”.
თუმცა ასეთი ანომალიებიც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ როგორების მსგვასნი არ უნდა ვიყოთ.
ფილოსოფოსების შეგონებით, ცრუ არის ყველაზე საშიში.
ფსიქოლოგთა დასკვნით, არასოდეს იკამათოთ ცილისმწამებლებთან, რომ არ დაეშვათ მათ დონემდე.
მე ვიზიარებ აწისთვის ამ შეგონებებს.
მხოლოდ ჩემი ვედრებაა სულიერი სამყაროსადმი: მე, აკაკი გასვიანს, ისე მევლოს ამ ცისქვეშეთში, როგორი თავდადებითაც ვემსახურე და ვემსახურები ღმერთსა და ქართველ ერს, რამდენი შვებაც მიმინიჭებია ათასობით ადამიანისათვის; სერგი საჯაია ისე განსაჯოს ღმერთმა ყველა ცილისწამებისათვის, ვიმეორებ, ყველა ცილისწამებისათვის, როგორი ბოროტი განზრახვითაც ისინი თავის პასკვილებში მან ჩემზე შეთხზა, რამდენი ათეულობით ადამიანის სულიც უსამართლოდ, ხაზს ვუსვამ, უსამართლოდ მან გაამწარა. ამინ!”
PS. 2. ბევრის მიერ შეთხზული სიცრუე წამიკითხავს, ბევრის მიერ თქმული ცილისმწამებლური რამ მომისმენია, მაგრამ სერგი საჯაიასთანა უნივერსალური მზაკვარი, სიცრუით, ცილისმწამებლური აზრებით დატენილი მართლაც არ მინახავს და არც გამიგონია. ამდენი სიბინძურე დაწერა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოზე, იმ უმაღლეს საბჭოზე, რომელმაც იგი, ხელმოცარული, ყველასგან მიტოვებული, დაასაქმა, დააპურა, დააწინაურა, დეპარტამენტი შეუქმნა და მაინც არ ისვენებს, აცხობს და აცხობს მის წინააღმდეგ ჭორების დონეზე აკრეფილ პასკვილებს. მართლაც, რა ვერაგობამ დააწერინა მას ასეთი ცილისწამება იმ უმაღლეს საბჭოზე, რომელმაც გაუძლო ყველა ურთულეს გამოცდას, მისი ძირითადი ბირთვი ყოველთვის იდგა და დგას ურყევად საქართველოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე: „აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ვერაგულად ეწევა სახალხო ნებისთვის ზურგში მახვილის ჩაცემას...“
და სერგი საჯაია, რომელიც მე აფხაზეთის ომის დროს არსად არ მინახავს, და, როგორც ამბობენ, მ. კოსტავას ფონდიდან მიღებული ფულის მითვისებისათვის ძიებაში ყოფილა მიცემული და მერე ძებნილი, იმდენად გათავხედდა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს უწოდებს უვიცებს, თაღლითებს, ბაცაცებს. გვიჩივლოს მაგ პროვოკატორმა პროკურატურაში, კონტროლის პალატაში... ხელფასის გარდა თუ ვინმე რამეს ვღებულობთ?!
გამომიჩნდა ეს თაღლითი ახლა „ქართული ოცნების“ ერთგული, კონფორმისტული ხერხებით იკაფავს გზას ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რომ შემდგომ იქაურობაც ააქოთოს და ამით დავალება ხომ ბოლომდე უნდა შეასრულოს!
რაინდი კაცი, ქრისტეს მხედარი, ჭყონდიდელი ჭეშმარიტად არ იკადრებს მანდილოსნისათვის მინიშნებითაც კი ჩრდილის მიყენებას. სვანეთში კაპასი ქალი კაცს თუ გაარტყამადა, ვაჟკაცი ვინც იყო, ის ხელის შებრუნებას არ იკადრებდა, ნამუსს შეუნახავდა. ოღონდ ან ქმარს, ან მამას, ან ძმას გადაუხდიდა სამაგიეროს: ქალი ქალად ვერ გაგიზრდიათო.
მაგ უბედურ სერგი საჯაიას ისეთი რამ დაუწერია ქალბატონებზე, ამას უკანასკნელი ქუჩის მეძავი ქალი არ გააკეთებდა. ამით მან საერთო ზიზღი დაიმსახურა, კეთროვანივით გასარიდებლად გაიხადა თავი. უმაღლესი საბჭოს ზოგიერთ თანამშრომელს, რომელთა შესახებ მსგავსი რამ არც გაგვიგინია და არც შეგვიმჩნევია, მამათმავლობა დასწამა. თუ როგორი თვისებების მატარებელია მამათმავალი, ამას პავლე მოციქული დიდი ფსიქოლოგიური ცოდნით აღწერს და ამ აღწერის შემდეგ ყველამ გამოიცნოს, თუ ვინ არის მამათმავალი.
I. 29. ისინი „აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი არიან შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბაზღარობით.
30. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი.
31. უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
32. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებელსაც კვერს უკრავენ.
II. 1. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვა განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ“ ( წერილი რომაელთა მიმართ).
მე კიდევ ჩვენი დაკვირებიდან დავუმატებდი: ასეთნი არიან უტიფარნიც, კამათისას დუჟმორეულნიც, თვალებმოწკურულნი, წაღუნულნი მხრებში, შემპარავნი, მლიქვნელნი, მექრთამენი, მოყურიადენი, ჭორების მადევარნი და გამავრცელებენი, ავყიები, ქალების მოძულენი, თავად ქალის მანერების მქონენი, დემაგოგნი, საზოგადოებისაგან გარიდებულნი, მართლაც ცხოვრობენ წესით: ჩემი შენ გითხარიო ა.შ. დაელოდოს სასამართლოს, აბა, არ „დაამტკიცოს“ მაგ პროვოკატორმა მის წუნწუხშივე „აზელილი“ ცილისწამებები?!
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
აკაკი გასვიანი