19 დეკემბერს, გაიმართება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების კომისიის (თავმჯდომარე ჯ. გამახარია) სხდომა. ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ წარმოადგენს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეინტეგრაციის, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების სათანადო სამსახურების ხელმძღვანელები.