აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გულითადად გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის დღესასწაულს.

 

დაე, 2013 წელი გამხდარიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, ეკონომიკური აღორძინების და რაც მთავარია, საყოველთაო მშვიდობის მომტანი.

 

სურვილების ასრულებას ვუსურვებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებთ, ყველას, ვისაც ახალი წლისა და შობის დღესასწაულები განსაკუთრებულად უმძაფრებს საკუთარი სახლის, მშობლიური მხარის ნოსტალგიას.

 

ოჯახური ბედნიერება, სულის სიმხნევე, ჯანის სიმრთელე ყოფილიყოს თქვენი მუდმივი თანამდევი.

 

გფარავდეთ ღმერთი!

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions