აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საპატიო ქალბატონებს უმასპინძლეს

 

7 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონების მიღება გაიმართა.

 

უმაღლეს საბჭოში მოწვეული იყვნენ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და აქტიურობით გამორჩეული, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები. ყველა მათგანს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საპატიო სიგელი გადასცა.

 

აღსანიშნავია, რომ მიღებაზე მოწვეული იყვნენ და საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ აფხაზეთში 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლებში გმირულად დაღუპული ხუთი ქართველი მეომრის - ლაშა ლაშხიას, გიორგი თვალთვაძის, ბესიკ გეთიას, მერაბ ჯიქიას და მამუკა ბუცხრიკიძის დედები.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions