16 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად დიღმის წმინდა ნინოს მემორიალის შემოგარენში საძმო სასაფლაო - ”გმირთა სავანე” მოინახულეს, სადაც სოხუმიდან, ბაბუშერიდან და ოჩამჩირიდან გადმოსვენებული გმირები არიან დაკრძალულნი, დაათვალიერეს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ ”მოლოდინის” მიერ დაარსებული მუზეუმი, სადაც დაცულია სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირული ვაჟკაცების ცხოვრების და სასახელო სამხედრო გზის ამსახველი მასალები.