3 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას მონოგრაფიის - “წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია)“ პრეზენტაცია-განხილვა.
მოწვეულნი არიან საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები.