„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საერთო სახალხო განხილვისათვისათვის გამოტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი საჯარო განხილვის, შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის მიზნით გატანილ იქნეს საერთო სახალხო განხილვისათვის.
2. საერთო სახალხო განხილვა უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2013 წლის 8 მაისის დადგენილებით დამტკიცებულმა საორგანიზაციო კომისიამ.
3. საერთო სახალხო განხილვა განხორციელდეს 23 მაისამდე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა
თბილისი
14 მაისი 2013წ.