ვინაიდან, ბოლო დროს ძალიან ხშირად მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან მსმენელს რჩება უმაღლესი საბჭოს პოზიციის საპირისპირო შთაბეჭდილება, მიზანშეწონილია ჟურნალისტების მიერ კონკრეტული საკითხების სათანადოდ შესწავლა და დაზუსტება, რისი საშუალებაც ოპერატიული მუშაობის დროს მათ ხშირად არ ეძლევათ.
ფაქტების დაუზუსტებლად გაშუქება კი ქმნის არასრულ სურათს არსებული გარემოების შესახებ. გარდა ამისა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხრიდან, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ხდება ჟურნალისტების მოწვევა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ვითარების ხელოვნური აჟიტირება. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით უმაღლესი საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტი მედიის წარმომადგენლებს პირადი კომუნიკაციის ფორმატში გაუწევს კოლეგიალურ დახმარებას.
საკონტაქტო ტელეფონები: 237 58 15; 591 51 36 51