აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი, დადებითად ვაფასებთ ამ ორგანიზაციის წვლილს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების  ამაღლების საქმეში.

 

მისასალმებელია, რომ საია ოპერატიულად გამოეხმაურა აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებს (აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საიას ამომწურავი ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდა).

 

პატივს ვცემთ რა საიას პოზიციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი განმარტავს, რომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონი გიორგი ბარამიას გადადგომით უმაღლესი საბჭო აღმოჩნდა კოლიზიურ მდგომარეობაში,  ვინაიდან მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდგომ, აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის მიხედვით მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შესრულებას ვერავინ ვერ განახორციელებდა.

 

უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა თავისი დისკრეცია და დროებით მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების მიზნით განამწესა მის მიერ უფლებამოსილი პირი, რამაც საშუალება მისცა უმაღლეს საბჭოს მოეხსნა კრიზისული სიტუაცია და ქაოსი თანამდებობრივი უფლებამოსილების  განხორციელებისას.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მომავალშიც მზადაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობისათვის.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions