თამაზ ხუბუა: “მისასალმებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი დამოკიდებულება დე-ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების სფეროში ჩართვის მცდელობებისადმი“

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ უკანონო უწოდა ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის მ.წ. 24 მაისს დადებულ ხელშეკრულებას საფოსტო კავშირის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

ამ საკითხისადმი დამოკიდებულება გამოხატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ.

 

„მისასალმებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალსახა და მკვეთრი დამოკიდებულების გაჟღერება ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების სფეროში საქართველოს ცენტრალური უწყებების გვერდის ავლით ჩართვის მცდელობებისადმი. საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნულს არალეგალური ქმედების სტატუსს ანიჭენებ. მიუხედავად ამისა სისტემა მუშაობს და სეპარატისტული ადმინისტრაცია ამგვარ, თუნდაც არაღიარებულ ჩართულობას ამ სფეროში, თავის სასარგებლო პიარად იყენებს. საკითხავია, რა ფასი აქვს ასეთ „საერთაშორისო აკრძალვებს“, თუ ისინი რეალურად არ მუშაობენ და რაც მთავარია, ასეთ ფიქტიურ დეკლარირებულ პოზიციებს სოხუმის ადმინისტრაცია რუსეთის უშუალო მხარდაჭერით აინუნშიაც არ აგდებს?!“.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions