აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადება

 

„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ არიდებს თავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ჩემს მიერ ჯერ კიდევ მ/წ 29 მაისს დასმული საკითხის განხილვას, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობას ეხება.

 

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უმაღლესი საბჭოს ნაჩქარევი, არამართლზომიერი გადაწყვეტილებები გახდა წინაპირობა აფხაზეთის მთავრობაში დღეისათვის შექმნილი კოლაფსური მდგომარეობისა. უმაღლეს საბჭოს ძალუძს და ვალდებულიცაა აღადგინოს 2013 წლის 8 აპრილის მდგომარეობით არსებული სტატუსკვო და შემდგომ ამისა მოახდინოს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურების თანმიმდევრული განხორციელება.

 

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდიუმი დაეთანხმება ჩემს რეკომენდაციებს, საჭირო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, და პირიქით, თუ ჩათვლის, რომ ადრე მიღებული დადგენილებების დეზავუირება საჭირო არ არის, ამაზეც პოზიცია ნათლად უნდა დააფიქსიროს. საკითხი იმდენად მარტივად გადასაწყვეტია, რომ ისევ გავიმეორებ, მაკვირვებს ჩემი კოლეგების მხრიდან ასეთი გაუბედავი მიდგომა შექმნილი სიტუაციის გასაჯაროვებისადმი“.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions