თამაზ ხუბუა: “მივესალმები პრემიერ-მინისტრის გაბედულ, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის პრინციპების მატარებელ ინიციატივებს!“

 

როგორც politrus.com იუწყება საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა განაცხადა სოხუმსა და ცხინვალს შესთავაზოს წინადადება ევრაზიის კავშირში კოლექტიური შესვლის შესახებ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას კომენტარს უკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა.

 

„არ ვიცი რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს, მაგრამ პრემიერმა თუ ეს განაცხადა, აფხაზ ხალხს და დღეისათვის მის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეძლევა მორიგი შანსი შეთავაზებისადმი ადეკვატური პასუხის შემთხვევაში შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, მოიშოროს სხვა, უფრო დიდ ერებთან აღრევა - გაქრობის საშიშროება, შემოუნახონ თავიანთ მომავალ თაობებს აფხაზეთი, როგორც „სულიერების მხარე“ ერთიან საქართველოში და ეს ყველაფერი შეუქცევად რეალობად გაითავისონ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამას ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და საღი აზრი სჭირდება.

 

ნუ ჰგონიათ აფხაზეთის დე-ფაქტო მესვეურებსა და მათ გარეშე მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი ქართული შეთავაზების უკან მხოლოდ საქართველოს ინტერესები იგულისხმება და არაა გათვალისწინებული ძირძველი ქართული რეგიონის ლტოლვა თვითგამორკვევისკენ ამ ბოლო პოსტულატის ობიექტური სამართლებრივი მახასიათებლებით. ვისაც სულ ცოტაოდენი ფიქრის სურვილი და უნარი აქვს, ხვდება, რომ მსგავი სცენარით პროცესების წარმათვა-განვითარება როგორც აფხაზი ის ქართველი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებში დევს. მიველსამები პრემიერ-მინისტრის გაბედულ და, რაც მთავარია, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის პრინციპების მატარებელ ინიციატივებს!“.

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions