აფხაზეთი საქართველოა
ჯეოსტარის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილი „დინამო არენაზე“ ამასწინათ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გულისწყრომას გამოთქვამს თბილისისა და მოსკოვის „დინამოელთა“ ამხანაგური მატჩის დროს მოსკოვის გულშემატკივრების მიერ გამოფენილი პლაკატის „აფხაზეთი რუსეთია“ გამო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ახალგაზრდა მომღერლის გ.სუხიტაშვილის მიერ გულისწყრომის ხალასი გამოხატვით. გაკვირვებული იმიტომ, რომ ხელოვნების ზოგიერთი ცნობილი მსახური (ახალგაზრდა და უფრო ასაკოვანნიც) ხშირად თავს ვალდებულად არ თვლის ქვეყნის ამა თუ იმ სატკივარზე თავისი აზრი დააფიქსიროს და ამას ყოველთვის ყოვლად უაზრო და ბანალური შეგონებით – „პოლიტიკაში არ ვერევი!“ ხსნის. მე არ ვიცი სუხიტაშვილი მიაღწევს თუ არა თავის შემოქმედებაში მაღალ მწვერვალებს (რასაც გულწრფელად ვუსურვებ), მაგრამ მისი სახით რომ საქართველოს წარმატებულ მომავალზე გულით მოფიქრალი ერთ–ერთი რიგითი მოქალაქე ჰყავს, ეს უდაოა.

ყოჩაღ, გიორგი და ქება იმ ოჯახს სადაც აღიზარდე!“
ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions