თამაზ ხუბუა: ”ომი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ დაუწყია!”

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატამა აფხაზეთის ომის 21-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა:

 

”თუ აფხაზეთში ომი ვინმეს დიდ შეცდომად მიაჩნია, იმაშიც გაერკვეს, რომ დიახაც, იყო შეცდომა, მაგრამ უფრო მძიმე და დანაშაულებრივი აფხაზი სეპარატისტების, რუსეთის ნეოიმპერიული სამხედრო და პოლიტიკური მმართველების მხრიდან. ომი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ დაუწყია! გასაკვირია, რომ საქართველოს ზოგიერთ უწყებას და პოლიტიკოსს ამის გასააზრებლად 20 წელიწადიც არ ჰყოფნის. დასანანია, რომ მსგავსი პოზიციის აპოლოგეტად რეინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს აპარატი გვევლინება, იმ სამინისტროსი, რომელსაც ევალება კონფლიქტის სამართლიანი პოლიტიკური მოწესრიგების გზების ძიება და არა არაფრის მთქმელი, აბსურდული და დამამცირებელი თვითგვემის გამოვლინებისაკენ მოწოდება. მე დღეს მთელ საქართველოსთან ერთად დიდი სიამაყით პატივს მივაგებ სამშობლოსათვის დაღუპულ ჩვენს ბიჭებს, რომელთა ვაჟკაცურ ღირსებასა და დიდებას ჩრდილს ვერ მიაყენებს მსგავსი გაუგებარი განცხადებები”.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions