აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შესახებ

 

ვიზიტი განხორციელდა მიმდინარე წლის 15-31 იანვარს, დეპუტატის და ჩეხური მხარდამჭერი ორგანიზაციის (ჩეხური Pr-კომპანია NARIMODELS, დირექტორი ბ-ნი იოზეფ ჩერმაკი - Josef Germak, საქართველოს დიდი მეგობარი) ადრინდელი შეთანხმების საფუძველზე, დეპუტატის პირადი სახსრებით.

 

ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან:

 

1.      16 იანვარს ზ.ჯგუბურია VIP ფორმატით მიწვეული იყო ქ.კარლოვი-ვარში “ბეთჰოვენის ცენტრში” ჩატარებულ ბიზნეს-შეხვედრაზე “OPEN PARTY V  BEETHOVENU”, რომლის წამყვანი თემა იყო “ჩეხეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ტენდენცია 2014 წელს”, სადაც ინიცირებული იქნა ჩეხეთიდან საქართველოში სამთო/საზღვაო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

 

2.     27 იანვარს შედგა შეხვედრა შეხვედრა კარლოვი-ვარის რეგიონის (KARLOVARSKY KRAJ) გუბერნატორთან (გეტმანთან), ბ-ნ იოზეფ ნოვოტნისთან (PaedDr - პედაგოგიკის დოქტორი - Jozef Novotny, CSSD - სოც.-დემ. პარტია), მის ოფისში, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქ-ნ ლიდიე სტრასკას (Ing-magistri Lidie Straska), ბატონ იოზეფ ჩერმაკის (Ing. Jozef Cermak), ასევე გუბერნატორის თანაშემწის მონაწილეობით.Gგანხილული იქნა რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ კარლოვი-ვარის რეგიონის და საქართველოს ზღვისპირა, საკურორტო და სამრეწველო მიმართულების რეგიონის - სამეგრელო/ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის დაწყების შესახებ. ამ შეხვედრისMმთავარი პოზიტიური მომენტი გახდა ჩეხური მხარის ცალსახად დაფიქსირებული პოზიცია თანამშრომლობის დაწყების შესახებ, რაც არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის, არამედ მიმდებარე კონფლიქტური ზონის გარკვეული ჩართულობის ელემენტებსაც მოიცავს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კარლოვი-ვარი (Karlovy Vary-Karlsbad) არა მარტო მსოფლიო მნიშვნელობის პრიმა საკურორტო კლასტერია (Marianske lazny-Marienbad, Frantishkove Lazny, Iachimov,..) განვითარებული ინფრასტრუქტურით (საერთაშორისო აეროპორტის ჩათვლით), არამედ აქაური დაფუძნებისაა ასევე  მსოფლიოში განთქმული ჩეხური ეროვნული ფასეულობები: ბროლისა და ფაიფურის სახეობები მოზერი (Mosers) და ტიუნი (TUN), არანაკლებ ცნობილი ჩეხური სასმელები BECHEROVKA, ABSINT და ა.შ. დღეისთვის ქვეყანაში ფაქტიურად გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ ჩიხად ქცეული სამეგრელო-ზემო სვანეთის და მიმდებარე ოკუპირებული ზონისთვის სახელგანთქმულ ცენტრალურ-ევროპულ რეგიონთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება დიდად წაადგება მათ საზოგადოებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობასაც კი როგორც ქვეყნის, ასევე უახლოესი სამეზობლოს თვალში.

 

აფხაზეთის თემით მეტი ინფორმირებულობისათვის ბ-ნ იოზეფ ნოვოტნის გადაეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ჯ.გამახარიას სამენოვანი “აფხაზეთის/საქართველო პოლიტიკური ისტორია” და ზ.ჯგუბურიას ოთხენოვანი “ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში” ნაშრომები.

 

 

3.     30 იანვარს შედგა შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის-სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ჩეხეთის მმართველი სოც.-დემ.Pპარტიის (CSSD) თავმჯდომარის მოადგილესთან, პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორთან, ბატონ ზდენეკ შკრომახთან (Ing. Zdenek Skromach). შეხვედრა შედგა სენატში, მის სამუშაო ოფისში თანაშემწის და ბატონ იოზეფ ჩერმაკის თანდასწრებით. შეხვედრამ თითქმის ორ საათამდე გასტანა.

 

განხილული იქნა საკითხების ძალიან დიდი სპექტრი:

 

-ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის “აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ინიციატორი ქვეყნის (2009 წლის დასაწყისში ჩეხეთი გახლდათ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა-ამ პოსტზე ჩაანაცვლა საფრანგეთის რესპუბლიკა) ხედვა საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნად მიღების შედეგად მისი პოზიტიური და ასევე გამომდინარე სააფრთხეების შესახებ;

 

-ჩეხეთის პოზიცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების (აფხაზეთი, სამხრ.ოსეთი) დამოუკიდებლობის საკითხებზე, სადაც ჩეხეთის მხარე აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს სტრატეგიულ ხედვებს ამ საკითხზე;

 

-საქართველოში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის (საელჩოს) ხელმძღვანელის (ელჩის) ხანდახან გაურკვეველი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის”, ასევე ჩეხი დიპლომატების ორჭოფულ პოზიციას განვლილ პერიოდში საქართველოში მიმდინარე შიგა პროცესების მიმართ, რაც ბ-ნ ზ.შკრომახისათვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. Aამ “დიპლომატიური გაურკვევლობის” მთავარი გამოცანა მისთვისაც მხოლოდ ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნ კარელ შვარცენბერგის პოლიტიკური გემოვნებით (ევროპული ულტრა-ლიბერალური პოზიცია) და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ მ.სააკაშვილისადმი მისი პირადი სიმპათიით შეიძლება გამჟღავნებულიყო.

 

მისი გადმოცემით, იგეგმება უახლოეს დღეებში საქართველოში ახალი ელჩის- მეტად სანდო და მეგობარი დიპლომატის გამოგზავნა, რაც მნიშვნელოვნად გააქტიურებს საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობებს.

 

-ბ-ნ ზდენეკ შკრომახისათვის მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა ჩვენი ადრინდელი შეხვედრა კარლოვი-ვარის რეგიონის გუბერნატორთან და განსაკუთრებით, რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ახალი გზების და ფორმების დამუშავება-დახვეწისთვის საქმიანობის დაწყება. ის ყოველმხრივ დახმარებას დაგვპირდა ამ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ თვითონაც აქტიურად ჩაერთვება ამ მუშაობაში.

 

-შეხვედრის მონაწილის, ბ-ნ იოზეფ ჩერმაკის მხრიდან გაჟღერდა პროფესიული წინადადება კულტურის, ხელოვნებისა და განათლების  სფეროების მუშაკების ორმხრივ გაცვლით პროგრამებში, განსაკუთრებით სამეგრელო-აფხაზეთი ერთის მხრივ, და კარლოვი-ვარის რეგიონი მეორეს მხრივ, რეგიიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, უპირატესი ჩართულობის მიმართულებით, რაც მართლაცდა უდიდესი PR-აქცია იქნება აფხაზეთის საკითხის გააქტიურებისათვის.

 

ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ “კულტურული ექსპანსია” აფხაზეთის თემატიკაზე ყველაზე მისაღები და პირდაპირი გზაა  “პოლიტკორექტულობით” ცნობილ ევროპელთათვის და მრავალჯერ ეფექტურიც შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის ძნელად აღსათქმელ თუ ზედმეტად სარისკო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

 

შეხვედრის ბოლოს ბ-ნ ზდენეკ შკრომახს ინფორმაციისთვის გადაეცა აფხაზეთის თემაზე შექმნილი მრავალენოვანი ნაშრომები: ჯ.გამახარიას “აფხაზეთი/საქართველო პოლიტიკური ისტორია” და ზ.ჯგუბურიას “ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში”. ასევე, ბ-ნ ზ.შკრომახის მხრიდან ზ.ჯგუბურიას გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სიმბოლიკიანი სამახსოვრო სუვენირები.

 

4.     31 დეკემბერს შედგა შეხვედრა ჩეხური სამშენებლო-ენერგეტიკული კომპანიის EKOTECHNIK Czech აღმასრულებელ დირექტორთან, ბ-ნ ტომაშ კოროსტენსკისთან (Tomas Korostensky, MBA). აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალურ-ევროპული კომპანიაა განახლებადი ენერგეტიკული(მზის, ქარის, ჰიდრო, თერმული,...) ობიექტების პროექტირება-მშენებლობის საქმეში. ისინი დღეისთვის აშენებენ აღნიშნული ტიპის ობიექტებს შრი-ლანკაში (ჰიდრო), საუდის არაბეთში, თურქეთში და უკრაინაში (მზის ენერგიის).

 

მათი შეხედვით, საქართველო Dდღეისთვის მართლაც ერთ-ერთი საინტერესო პოლიგონია ჰიდრო ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით და მომავალი ქვეყანათშორისი (საქართველო-ჩეხეთი) და რეგიონალური (სამეგრელო/ზემო სვანეთი-კარლოვარსკი მხარე) თანამშრომლობის გაღრმავება მათ ნაყოფიერი ბიზნეს-ურთიერთობის შანსს აძლევს.

 

რეზიუმე: ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირში ყოფილიEპოსტკომუნისტური ბლოკიდან მართლაცდა ყველაზე წარმატებული და პოლიტიკურ-სოციალურად სტაბილური ქვეყანაა, რომლის პოზიციას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს “ვიშეგრადის ჯგუფის” (ევროკავშირის შიდა რეგიონალური გაერთიანება: ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის მონაწილეობით და ბულგარეთ, რუმინეთ, ხორვატიის ასოცირებით) ფარგლებში. სწორედ რომ ჩეხეთის რესპუბლიკა შეიძლება მეტად დაინტერესებული და ავტორიტეტიანი ფაქტორიც აღმოჩნდეს საქართველოს კონფლიქტების (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) დარეგულირების პროცესში, მისი ტრადიციული ქართულ-ჩეხური ურთიერთობებიდან და საერთოდ, მისი სახელმწიფოებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე ყოფილ პოსტ კომუნისტურ/საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით მისი  ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით. Aამ მიმართულებით უფრო მეტი შრომა მართებს საქართველოს დიპლომატიურ მისიას ჩეხეთის რესპუბლიკაში და პირადად ელჩს, რამეთუ მთელი განვლილი ათწლეულის განმავლობაში ამ დიპმისიამ, მცირედი გამონაკლისით (ბატონ კ.სიხარულიძის ელჩობის პერიოდი), ჩეხეთის საზოგადოებას და მითუმეტეს, ჩეხეთის პოლიტელიტას უმეტესად მხოლოდ ანგაჟირებული პოლიტიკური დემარშებით და ხშირად საეჭვო, მერკანტილური გადაწყვეტილებებით, “დაამახსოვრა თავი”. Aასევე მნიშვნელოვნად გვესახება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მმართველობის სტრუქტურების მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ჰუმანიტარული (კულტურა, ხელოვნება, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა) ხასიათის ღონისძიებები.

 

ზურაბ ჯგუბურია

თბილისი-პრაღა-კარლოვი ვარი-თბილისი,

2014 წლის 15იანვარი-1 თებერვალი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions