რუსეთის დუმამ თავისი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პრეზიდენტ პუტინის თხოვნა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანის უფლების მიცემის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას მოსაზრებით უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ამ ქვეყანაში ჭეშმარიტი დამოკრატიზმისა და სოციალურ–ეკონომიკური წინსვლის უცილობელ წინაპირობად არის აღქმული, მოსალოდნელს ხდიდა მეზობელი, ცნობილი „მშვიდობისმყოფელი“ ქვეყნის ჩვეულ რეაქციას.
„რუსეთი რა რუსეთი იქნება ხელიდან თუ გაუშვებს ახალი სატელიტი „დამოუკიდებელი“ რეგიონის შექმნის შეასძლებლობას. არაფერი არ იცვლება, გვაქვს ნაცადი, ჩვენთვის კარგად ცნობილი პარადიგმა თავხედური ქმედებებისა, მხოლოდ სინონიმებია შესაცვლელი – უკრაინა, ყირიმის ნაცვლად ადრე გვქონდა საქართველო, აფხაზეთი. კრემლიც, ცხადია, მოლოდინშია როდის გამოცხადდება „ყირიმელთა თვითგამორკვევის“ ახალი პოლიტიკური დირექტივა. თავის დროზე საქართველო და აფხაზეთი მეგობარმა დასავლეთმა მსგავს სიტუაციაში უპატრონოდ დატოვა. მინდა ვირწმუნო, რომ უკრაინა და ყირიმი მსოფლიო თანამეგობრობის მორიგი პოლიტიკური მიამიტობის მსხვერპლი არ გახდება“ - აცხადებს თ. ხუბუა.