”ლამაზად დედის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა”

 

ამ სახელწოდებით გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ორგანიზატორები იყვნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „მომავლის ხმა“.

 

ღონისძიების მონაწილეები და მოწვეული სტუმრები დალოცა ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე (ჭუაძემ), რომელმაც შვილმკვდარ დედებს პატრიარქის ეპისტოლეების კრებული და სხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

დედის დღე მოწვეულ სტუმრებს მიულოცეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ფრაქციათა კოალიციის - ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამრთლიანი საქართველო” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და სხვებმა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ   ”დედა, რომელმაც საკუთარ ქვეყანას აღუზარდა ისეთი შვილები, რომლებმაც სამშობლოს უანგაროდ შესწირეს სიცოცხლე, არიან გმირი დედები, ამიტომაც განსაკუთრებული მოწიწებით ვეფერებით და ვულოცავთ მათ ამ ლამაზ დღესასწაულს”.

 

საღამოს სტუმრებს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სახელით გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions