რეზო ადამიას ხსოვნას

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის რეზო ადამიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.

 

ბატონი რეზო 1998-2002 წლებში გახლდათ ჟენევის ფორმატით მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკოორდინაციო საბჭოს ქართული დელეგაციის წევრი. იმ პერიოდში აღნისნული დელეგაციის წევრი იყო აგრეთვე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა. იგი ასე იხსენებს ბატონი რეზოს მოღვაწეობას საკოორდინაციო საბჭოში: “მე ვარ მოწმე როგორი პრინციპულობით, პრობლემატიკის პოლიტიკური ანატომიის ზედმიწევნით ცოდნით, აფხაზი ხალხისადმი ღრმა პატივისცემითა და სეპარატისტი ხელმძღვანელობისადმი შეურიგებელი პოზიციით გამოირჩეოდა ბატონი რეზო ადამია. მახსენდება მისი უაღრესად “ცხარე“ პოლემიკები მოლაპარაკებებზე რუსეთის მხარის წარმომადგენლებთან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოპონენტები, მიუხედავად ყველაფრისა, მის მიმართ პატივისცემის გამოხატვას არ ერიდებოდნენ. მე პირადად ბევრი რამ შემძინა ამ ადამიანთან ურთიერთობამ. იგი ქვეყნის სიყვარულითა და ინტელექტით უდაოდ გამორჩეული ჯერ ქართველი, შემდეგ კი პოლიტიკოსი იყო. მას აფხაზეთი და აფხაზეთელები გულით უყვარდა!“.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions