საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  დაიგეგმა ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავს ეძღვნება.

 

პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება ჭადრაკის სასახლეში, სამების ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში.

 

ღონისძიებათა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლიტერატურულმა კონკურსმა ”ომის გარეშე”, რომელშიც აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვა საჯარო სკოლების VIII-XII კლასების დევნილი მოსწავლეები. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ლექსი; საუკეთესო თხზულება.

 

სპეციალურმა კომისიამ 6 გამარჯვებული გამოავლინა (I, II, III ადგილები ორივე ნომინაციაში).

 

გამარჯვებულთა შორის სამი მოსწავლე გალის მკვიდრია, რომლებმაც თბილისში ჩამოსვლა ვერ შესძლეს.

 

კონკურსის გამარჯვებულები ფულადი პრემიებითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის განთლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions