აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საპატიო ქალბატონებს უმასპინძლეს

 

დღეს, 6  მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონების მიღება გაიმართა.

 

უმაღლეს საბჭოში მოწვეული იყვნენ ქართული საზოგადოებისათვის პატივსაცემი ქალბატონები - ციალა ჩხეტიანი, ინეზა გოგია, ლილი დგებუაძე, ეკატერინე ბერულავა, ნელი მირზაშვილი, რომელთა შვილებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ვაჟკაცურად გასწირეს სიცოცხლე.

 

მოწვეულთა შორის იყვნენ აგრეთვე პროფესიონალიზმით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, აქტიურობით გამორჩეული სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები -  პედაგოგები, ექიმები, ჟურნალისტები, ფინანსისტები, არასამთავრობო, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა გამოხატეს იმ დედებისადმი, რომელთაც ჰყოფნით პიროვნული და მოქალაქეობრივი ღირსება იამაყონ სამშობლოსათვის თავგანწირული შვილებით.

 

”დედაშვილური სიყვარული მძლეთა მძლეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარული უფრო მეტის შემძლეა. ამ განცდამ, ასეთმა სიამაყემ მისცა, ალბათ, ძალა აფხაზეთის ომში, კამანში სამი შვილის დამკარგავ დედას-ციალა ჩხეტიანს, ისევე როგორც ყველა სხვა შვილდაკარგულ ქალბატონს, საკუთარი ტკივილი დასძლიოს, თავისი შვილების თანატოლებისადმი სითბო და სიყვარული გამოხატოს და კვლავ ქვეყნის ბედზე, საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე იფიქროს”, - აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.


მიღებაზე მოწვეულ ქალბატონებს ელგუჯა გვაზავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

 

 

 

1. ციალა ჩხეტიანი - კომანში დაღუპული სამი ძმის დედა


2. ინეზა გოგია – აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრის დედა


3. ლილი დგებუაძე – აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრის დედა

4. ეკატერინე ბერულავა – აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპლი მეომრის დედა


5. ნელი მირზაშვილი – აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრის დედა

6. ნუცა გახარია – ფინანსისტი

7. მარინა გელანტია – ექიმი


8. ნელი ჯანელიძე – არასამთავრობო ორგანიზაციის „ამაგდარი – საზოგადოება ყველა ასაკისათვის“ ვიცე – პრეზიდენტი


9. ლიანა თოფურია – ფარაცევტული ქარხანა „ეგრისი“ წარმომადგენლობის დირექტორი

10. დალი ჯონჯუა – ჟურნალისტი


11. მედეა კორსანტია – ჟურნალისტი


12. ელისო კახიანი – თბილისის #24 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლეტერატურის მასწავლებელი, ფსიქოლოგი


13. ციალა კოპალიანი – იმერეთის რეგიონში აფხაზთის მთავრობის წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი (კურირებს ვეტერანთა სოციალურ დაცვას)

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions