აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და ქართულ-ფრანგულმა საერთაშორისო ასოციაცია ”GFA”-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

 

18 მარტს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ქართულ-ფრანგულ საერთაშორისო ასოციაცია  ”GFA”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და „GFA“-ის მიერ ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება, ამასთან საერთაშორისო ასოციაცია ”GFA“ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო პროექტების, კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზებაში.

 

ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპების დაცვით ”GFA“ საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას აფხაზეთის პრობლემატიკის, კონფლიქტის არსის შესახებ, აგრეთვე   თავისი საინფორმაციო საშუალებებით და ურთიერთობებით გაავრცელებს საცნობარო უცხოენოვან ბეჭდვით მასალებს კონფლიქტის მიზეზებზე, აფხაზეთში დღეს არსებულ ვითარებასა და  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის თაობაზე.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ”GFA“-ს მხრიდან, ასოციაციის პრეზიდენტმა, კატრინ ღუსსელმა.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions