“ოქუმის ასეული“

 

ამ სახელწოდებით გამოსცა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ წიგნი, რომელშიც მიმოხილულია სამურზაყანოელ-ოქუმელთა ბოლო ოთხი თაობის ღირსეულ წარმომადგენელთა მოღვაწეობა, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ისტორიულად ახლობელი და ნათესავი ხალხების - ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის რთულ და მნიშვნელოვან პროცესს.

 

წიგნში განხილულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რთული გზა წარსულიდან დღემდე, მათ შორის 1992-1993 წლების ტრაგიკული მოვლენები. ბატონ ზ. ჯგუბურიას ნაშრომში თავმოყრილი დოკუმენტური მასალები აღნიშნული პერიოდის საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს. აქვეა ზ. ჯგუბურიას ინტერვიუები და სხვა სახის პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ პრესაში, ინფორმაციები მისი საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში საქმიანობის, უცხოეთში ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ.

 

ავტორის მიზანს წარმოადგენს ისტორიული სინამდვილის აღდგენა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ აფხაზეთი დასაბამიდან საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions