თამაზ ხუბუა: ”როდის და რა პირობებში უნდა გამოიყენოს საქართველომ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ კანონის მოთხოვნები”

 

ცხინვალში  იმყოფებოდა ე.წ. ვენესუელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ ოსეთში ხუან ალბა,რომელმაც მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ,,რწმუნების სიგელი’’ გადასცა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხად: ,,...ეს ვიზიტი ბევრს არაფერს ნიშნავს. აღიარების პერსპექტივები ფაქტიურად არ არსებობს’’.

 

აღნიშნულთან  დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ.

 

,,ვერ გამიგია ვის წინააღმდეგ, როდის და რა პირობებში უნდა გამოიყენოს საქართველომ ,,ოკუპირებული  ტერიტორიების შესახებ’’ კანონის მოთხოვნები, თუკი ვისაც კი მოესურვება ამ კონფლიქტურ რეგიონებში დიპლომატიური ურთიერთობის ,,მასტერკლასებს’’ გვიტარებს. მსგავსი დემარშების მონაწილენი ელემენტარულ უხერხულობებს ხომ მაინც უნდა გრძნობდნენ ქართველ კანონშემომქმედებთან მიმართებაში. ქალბატონ ქ.ციხელაშვილის საკმაოდ მშვიდმა რეაქციამ ვენესუელელი ემისრის უკანონო ვოიაჟებისადმი, ვშიშობ, ძილი დაუფრთხოს ამ უკანასკნელს’’.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions