აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის საკითხების, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომისიის მოხსენებითი ბარათი

 

აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა შესახებ

 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გახლავთ ერის სულიერი და მატერიალური გენეზისის მატიანე, მისი თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და განვითარების უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც თაობათა მეხსიერებაში დაიმკვიდრა და შეინარჩუნა ფასეულობის მნიშვნელობა.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კულტურულ ფასეულობას განეკუთვნება არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში.

 

საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. სწორედ მათი დახმარებით უკვე რეალობად იქცა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.

 

ამგვარად, ქვეყანაში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ატარებს არა კომპანიურ და ფრაგმენტულ ხასიათს, არამედ პროცესი მოქცეულია საერთო სისტემაში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალისა და განსაკუთრებით, აფხაზეთის რეგიონებში,  სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ფასეულობები. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს საშუალება არა აქვთ შესაბამისი ღონისძიებები დაგეგმონ და გაატარონ ამ ტერიტორიებზე. ამის მიზეზი აღნიშნული  რეგიონების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიაა. სეპარატისტული რეჟიმები და მათი უცხოელი მხადრამჭერები მტელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ ცდილობენ ქართული სულიერების საგანძურების მიზანმიმართულ გაყალბებასა და მათი ნამდვილი წარმომავლობის ფალსიფიცირებას. ამისათვის ისინი ანადგურებენ ყოველივე ქართულს 9უძველეს წარწერებს, ფრესკებს, არქეოლოგიურ ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს და ა.შ0, რითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იმ საგანძურს, რომელიც უკონტროლო ტერიტორიებზე მდებარეობს, საქართველოს ისტორიასთან და კულტურასთან საერთო არაფერი აქვს. ამ ფსევდომეცნიერული პროპაგანდით მეზობელი ქვეყნის შოვინისტური  და ადგილობრივი მართვადი ძალები ცდილობენ აღნიშნული ტერიტორიების საბოლოო ანექსიას, ჩადენილი ეთნიკური წმენდისა და სამხედრო დანაშაულობების შედეგების იგნორირებასა და ნიველირებას, მსოფლიოს საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანას.

 

ხაზგასასმელია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ფასეულობები, ქრისტიანული ეკლესიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლები ხშირად ე.წ. აფხაზური, ან რაც უფრო მეტად საოცარია,  მიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, რუსული ოფიციოზის თუ მართლმადიდებლური ეკლესიის პრეტენზიის საგანიც ხდება. რუსეთის ოფიციალურ წრეებში ხშირად გაისმის მოწოდებები „აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბიზანტიური კულტურის ძეგლთა დაცვის“  ღონისძიებების შემუშავების შესახებ.

 

აფხაზეთის დროებითმა დაკარგვამ გამოიწვია ქართული სულიერების ერთ-ერთი მთავარი შემადგენლის - აფხაზეთის კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაკნინება. განადგურებულია ან ნადგურდება ქართული კულტურის მატერიალური ფასეულობების მნიშვნელოვანი ძეგლები, უმთავრესად უდიდესი მხატვრულ- ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური ქრისტიანული საკულტო 9საეკლესიო0 ნაგებობები, შუა საუკუნეების ფეოდალური ანსამბლები, კედლის მხატვრობის უიშვიათესი ნიმუშები და უძველესი ქართული წარწერები. მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს ამ საშიშროების დანახვა და მისი დროზე შეჩერება.

 

ბოლო პერიოდში მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მთელი სიდიადით გაბრწყინდა ერთიანი ქართული კულტურის მნიშვნელობა, კულტურისა, რომელიც ქართველი ხალხის თითმყოფადობის გამოვლინების სავიზიტო ბარათად წარმოჩინდა.

 

აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობების სავალალო მდგომარეობის შესწავლისა და მათი გადარჩენის მიზნით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ 2005-2008 წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა.  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კონსულტაციებისა და რჩევების გათალისწინებით მომზადდა და გამოიცა სპეციალური მრავალენოვანი კრებული - „ქართული კულტურულ-ისტორიული ფასეულობები აფხაზეთში “(პროექტის ავტორი ზ.ჯგუბურია). ასევე 2007 წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით  (რედაქტორი ქ-ნი სალომე კაპანაძე) გამოიცა ილუსტრირებული ალბომი ”საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი”, რომლებიც დაინტერესებულ ორგანოებსა და მსოფლიო საზოგადოებას ნათელ წარმოდგენას შეუქმნიან არსებულ პრობლემაზე. გამომდინარე აქედან, აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია ამ თემისჯეროვანი პრეზენტაცია მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.

 

არსებულ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა თვით აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა და კერძოდ, ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხის მატარებელი ორგანოს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო აქტივობას აღნიშნული პრიორიტეტების გათვალისწინებით. დევნილობის ხანგრძლივმა პერიოდმა არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ გარკვეულწილად პოზიტიური როლიც შეასრულა საზოგადოების საერთაშორისოდ საინტერესო პროექტებისა თუ იდეების ადაპტირება-რეალიზაციის მხრივ, განსაკუთრებით ხელოვნების (თეატრალური, სახვითი, მუსიკალური), კონფლიქტოლოგიის (ისტორიული სიმართლის, სოციალ-ეკონომიკური ანალიზის, ჰუმანიტარული პროგრამების), განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით.

 

საკითხის აქტუალობა წარმოქმნის გადაუდებელ აუცილებლობას საგარეო კავშირებზე (ჰუმანიტარული, ეკონომიკური) ორიენტირებული, სპეციალიზირებული და საერთაშორისოდ ადაპტირებული პრაქტიკის შესატყვისი დანაყოფის (სამართლებრივად დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტის) შექმნის შესახებ, რომელიც გახდება მეთაური ორგანიზაცია  საგარეო არენაზე აფხაზეთის ჰუმანიტარული მიმართულების თემების სრულფასოვნად წარმოჩინებისათვის.

 

აღნიშნული დანაყოფის უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო (აფხაზეთის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) და სამეცნიერო-საგანმანათლებლო (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია) სტრუქტურების ინტელექტუალური და შემოქმედებითი  პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება და მისი მიმართული კოორდინაცია საქართველოს დაინტერესებულ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანოებთან, უპირველესად კი იუნესკო-ს საქართველოს ეროვნულ კომისიასთან (საქართველოს საგარეო  საქმეთ და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროები).

 

აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაციის თითქმის 20-წლიანი პერიოდი არა მარტო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, არამედ ერის კულტურულ-შემეცნებითი სივრცის მთლიანობის მეტად მგრძნობიარე და ფაქიზი ორგანიზმის რღვევის საშიშროებასაც წარმოქმნის, რაც გაცილებით საგანგაშო მოვლენაა ერთიანი ქართული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სულიერი მთლიანობის აღდგენის სამომავლო პროცესისთვის.

 

 

დეოკუპაციის საკითხების, საერთაშორისო ურთიერთობების,

განათლებისა და კულტურის კომისია

 

ავტორი: ზურაბ ჯგუბურია

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

07. 05. 2014

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions