თამაზ ხუბუა: “თურქი ჟურნალისტები უხეშად არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას“

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ–თურქული ჟურნალისტური კონგრესი მიმდინარეობს. აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში 80 თურქი ჟურნალისტი ჩავიდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ,

 

,,უკვე მერამდენედ ვრწმუნდები მარლენ ფიცუოტერის სიტყვების მარადიულ აქტუალობაში: ,,თუ ჟურნალისტებს მოექცევი პროფესიონალური პრინციპულობით, ისინი დაგიმეგობრდებიან, ხოლო თუ მათ მეგობრულად მოექცევი, ისინი აუცილებლად გიღალატებენ!“. მაინტერესებს და დიდი სურვილიც მაქვს ვინმემ ამიხსნას, რატომ ითვლება თურქეთი ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში უახლოეს მეგობრად და მხარდამჭერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, მაშინ როცა ამ ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მედიის 100-მდე წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის და დე-ფაქტო სეპარატისტულ ადმინისტრაციას დიფირამბებს უძღვნის. იმთავითვე არ მივიღებ იმის როყიო მტკიცებას, რომ თავისუფალი პრესის მსახურებს თითქოსდა ყველაფრის უფლება აქვთ. გარდა იმისა, რომ თურქი ჟურნალისტები უხეშად არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, რაც ყველაზე უფრო გულდასაწყვეტია, ისინი ქართველთა ჭეშმარიტ მეგობრულ დამოკიდებულებას ასეთივე ჭეშმარიტი ღალატით პასუხობენ.

 

ასე, რომ გენიალური ბაირონის არ იყოს:

 

,,ვაგლახ!

მას სჯერა ეს ზღაპარი,

რომ მის სამშობლოს

გამოიხსნის გადამთიელი“.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions