რა სტატუსით გადაკვეთეს იტალიის საზღვარი სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა?!

 

იტალიის ქალაქ სან–ანტიოკოში გაიმართა ქალაქებს სან-ანტიოკოსა და სოხუმს, სან-ჯოვანი სუერჯისა და ბიჭვინთას, კალაზეტსა და ახალ ათონს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმებზე ხელის მოწერის ცერემონიალი. ოქმებს ხელი მოაწერეს იტალიის დასახელებული ქალაქების მერებმა და სოხუმისა და ბიჭვინთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა.

 

,,პირველად არ ხდება მსგავსი ე.წ. ხელშეკრულებების დადება იტალიისა და აფხაზეთის ქალაქებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ  ,,...იტალიური ქალაქების მეგობრული ურთიერთობების დამყარება ოკუპირებულ აფხაზეთთან არის კერძო ინიციატივა“, პირადად მე არაადეკვატურ შეფასებად მიმაჩნია. ჯერ ერთი, ქალაქის მერიები როდიდან გავიდნენ იტალიის სახელმწიფოებრივი დაქვემდებარებიდან და, ესეც რომ არ იყოს, საკითხავია რა სტატუსით გადაკვეთეს იტალიის საზღვარი სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა?! საერთოდაც, აქვს კი ჩვენთვის მნიშვნელობა საქართველოსაგან აფხაზეთის საბოლოო ჩამოშორებას ,,კერძო ინიციატივებით“ თუ ვერაგული სახელმწიფოებრივი ,,წაყრუებით“ განახორციელებენ. ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა საქართველოს საგარეო უწყება და მისი ხელმძღვანელობა ჩვენი, დევნილი საზოგადოების პატივისცემისთვის მსგავს ქმედებებზე ზოგჯერ ,,აღშფოთდეს“ მაინც!“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თ. ხუბუამ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions