”23 მაისი - აფხაზეთობა”

 

23 მაისს, სიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილმა ხელისუფლებამ აფხაზეთობა აღნიშნა.

როგორც ცნობილია, სიმონ კანანელი არის საქართველოში ქრისტიანობის  პირველმქადაგებელი.  მისი სალოცავი მღვიმე დღემდე არის შემორჩენილი აფხაზეთში.

 

ქართულ-აფხაზური თვითმყოფადობის დასტურად, გასულ წელს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი დადგინდა,,აფხაზეთობის" დღედ.

 

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული, საზეიმო მსახურება აღასრულა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

 

აფხაზეთის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შემაკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ ”მზიურში” ჩატარდა სიმბოლური ქვის გახსნის ცერემონიალი. ქვაზე ამოტვიფრულია აფხაზეთის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა - ამბროსი ხელაიას, არზაყან ემუხვარის, აკაკი ჩხენკელის, გიორგი შერვაშიძის, დიმიტრი გულიას, ილია ვეკუას და სხვათა სახელები.

 

საღამოს საქართველოს საპატრიაქოში გაიმართა კონფერენცია თემაზე - ”აფხაზეთი”.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions