აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საპატიო მიღება გაიმართა

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან და „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში საპატიო მიღება გაიმართა.

 

მიღებაზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის საზოგადოების გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებიც დღეს დევნილის ხვედრისმოზიარენი არიან, მაგრამ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება, ძალა და ენერგია აფხაზეთში, სხვადასხვა სფეროს განვითარებას მიუძღვნეს.

 

მოწვეულთა შორის იყვნენ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით დაიმსახურეს განსაკუთრებული ყურადღება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებაზე მოწვეული სტუმრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი,  80 წელს მიღწეული ღვაწლმოსილი პედაგოგი გალის რაიონიდან, ალეკო ქილორავა  დღემდე მშობლიური მხარეში  ცხოვრობს  და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს  დღეს ის სწორედ იქიდან  ეწვია.

 

 

დაჯილდოებულთა სია:

 

1.ალეკო ქილორავა

2.რაფიელ გელანტია

3.ციალა არდაშელია

4.ოლღა წურწუმია

5.გურამ ყურაშვილი

6.ნატო ბენდელიანი

7.გრიგორი ბარამია

8.გივი აქუბარდია

9.მარინა ონიანი

10.გივი ჯომიდავა

11.ლერი ლემონჯავა

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions