სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა ბასილაიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

 

10 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ქ.თბილისი,ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 9, მე-7 სართული) გაიმართა აფხაზეთის სამეცნიერო ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ათეული წლების განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ბასილაიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

 

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აფხაზეთის საზოგადოებრიობა, რომლებმაც გაიხსენეს შოთა ბასილაიას მოღვაწეობა და პატივი მიაგეს მის სახელს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions