ვახტანგ ყოლბაია 17-18 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა

 

24 ივნისს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ეწვია და 17-18 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციით წარსდგა.

 

“მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა დელეგაციამ აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, გალის რაიონის ქართული მოსახლეობის შესაძლო გამოდევნის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული პრობლემები, დაძაბული კრიმინოგენული ვითარება და ასევე დევნილთა დაბრუნების საკითხები“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

ვ. ყოლბაიას განმარტებით მოლაპარაკებები დაძაბულად მიმდინბარეობდა, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე რეალური შედეგები იქნას მიღწეული.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions