აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

მეოთხედი საუკუნე გავიდა ავადმოსაგონარი 1988 წლის ივლისის მოვლენებიდან. უცხო ძალების - სსრკ-ის უშიშროების სამსახურების მიერ აფხაზეთში ინსპირირებული ანტიქართული განწყობისა და აფხაზურ-ქართული დაპირისპირების ვითარებაში აფხაზ ექსტრემისტთა ბრბო თავს დაესხა ქართველებს. იყო მსხვერპლი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. სოხუმში, კინოთეატრ ”რუსთაველთან” შეტაკებისას ეგზალტირებულ სეპარატისტთა ჯგუფი ვერაგულად გაუსწორდა აფხაზეთში ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ვოვა ვეკუას, რომელიც მისთვის ჩვეული კაცთმოყვარეობით ყველა იქ მყოფთ, განურჩევლად ეროვნებისა, გონიერებისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა.

 

მომხდარი, ისევე როგორც შემდგომში განვითარებული მოვლენები, 1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირება, შავ ფურცლად ჩაიწერა ორი მოძმე ხალხის - აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების, ძმობისა და მეგობრობის ისტორიაში.

ქართული საზოგადოება მთელი ამ წლების მანძილზე პატივს მიაგებდა 1989 წლების ივლისში დაღუპულთა ხსოვნას.

ვოვა ვეკუას და მასთან ერთად სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირული სხვა პატრიოტების სახელებს მადლიერი ქართული საზოგადოება საუკუნეებში შემოინახავს მომავალი თაობების სამშობლოსთვის თავდადების და ჭეშმარიტი სიყვარულით აზღრდის საქმეში.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions