გალის რაიონში კრიმინოგენული ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია

გალის რაიონში გრძელდება განუკითხაობა, სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები.  განსაკუთრებული გარემოცვის გარეშე ისინი, როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით  გადაადგილებას ერიდებიან.

 

გალის რაიონში ფაქტობრივად არ მოქმედებს არანაირი ადამიანის უფლებადამცველი გავლენიანი ორგანიზაცია.  კორუფციის ჭაობში ჩაფლული აფხაზური ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და იქ განლაგებული რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ძალოვნები დამნაშავეებთან  თანამშრომლობენ, ნადავლს ერთად ინაწილებენ, ამიტომაც კრიმინალის გამოვლენისა და მათი დასჯის  ფაქტები თითქმის  არ ფიქსირდება.

ვითარებიდან გამომდინარე,  ბოლო დროს კიდევ უფრო იმატა დაყაჩაღებისა და ძარცვის შემთხვევებმა.

ზემოაღნიშნულს ადასტურებს სარწმუნო წყაროსგან  მიღებული უახლესი ინფორმაციები:

- 2014 წლის 15 ივლისს, გალის გალის რაიონის სოფელ სიდაში, დაუდგენელმა პირებმა დააყაჩაღეს ადგილობრივი მკვიდრის, ანზორ ჩხეტიას ოჯახი, რომლიც წევრები სასტიკად სცემეს. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ოჯახის უფროსი.

-16 ივლისს, გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში, ასევე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ადგილობრივი მკვიდრის აგრენტი გოგოხიას კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც მეორე დღეს იმავე სოფლის განაპირას იპოვეს გაძარცული.

ასე რომ, დანაშაულებრივი ქმედებები სისტემურ ხასიათს იღებს, მაგრამ განმკითხავი არავინაა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions