2014 წლის 19 ივლისს თამაზ ნადარეიშვილს 60 წელი შეუსრულდებოდა


ამ დღეს სახელოვანი მამულიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბნენ აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, თანამოაზრეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წევრები.

 

საფლავზე პანაშვიდი აღავლინა მეუფე დანიელმა.

თამაზ ნადარეიშვილს სამხედრო პატივი მიაგო თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და საპატიო ყარაულმა.

თამაზ ნადარეიშვილის პიროვნული ღირსებები და პრინციპულობა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გაიხსენეს   საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა თამაზ ნადარეიშვილის 60 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური გახსენების საღამოს სექტემბერში გამართავს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions