აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან 6 წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს.