1 ოქტომბერს ქ. პრაღის მერიაში, საკონფერენციო დარბაზში 19 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე) გაიმართება სადისკუსიო საღამო რუსეთ-საქართველოს შორის 21 წლის წინანდელ კონფლიქტთან დაკავშირებით.
მოწვეული სტუმრები არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე, რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, ჩეხი პუბლიცისტი და მთარგმნელი პეტრუშკა შუსტროვა.