ქართველი ისტორიკოსების წიგნი ესპანურ ენაზე

 

ესპანეთში, ქალაქ ალბასეთეში, ესპანურ ენაზე გამოიცა წიგნი ”აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხები”. წიგნის ავტორები არიან პროფესორები ჯემალ გამახარია და ლია ახალაძე.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომის თარგმანის რედაქტორმა, ესპანელმა მწერალმა ხუან ფრანსიმ, როგორც კი დაასრულა  მასზე მუშაობა, მიღებული შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, დაწერა ლექსი ”აფხაზეთი საქართველოა”, რომელიც ესპანურ ენაზე გამოცემულ წიგნს თან ერთვის. ცხადია, ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული  ნაშრომი ყველა მის ესპანურენოვან მიუკერძოებელ მკითხველს დაარწმუნებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ძირძველი და განუყოფელი ნაწილია.


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions